კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი მაგთიკომი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
უშიშროება/დაცვა: ინფორმაციის უსაფრთხოება
შპს “მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.

 
ძირითადი უფლება-მოვალეობანი:
  • ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, პროცესების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურების განახლება-დანერგვაში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის და NIST კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაში;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/კონფიგურაცია მონიტორინგი (Firewall, WAF, DLP, SIEM, Vulnerability Scanning Tools და სხვა უსაფრთხოების სისტემები);
  • ინფორმაციული სისტემური ლოგების, კონფიგურაციული ცვლილებებისა და ქსელური აქტივობის მონიტორინგი;
  • IT სისტემების სუსტი მხარეების/გაუმართავობის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და მოგვარების გზების აღმოჩენა მუდმივი მონიტორინგის გზით;
  • უსაფრთხოების ტესტირებებებში მონაწილეობის მიღება, მონაცემთა დამუშავების ოპერაციების, ოპერატიული სისტემების, ქსელებისა და მათთან დაკავშირებული პროცესებისა და ფუნქციების მონიტორინგი;
  • ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიება, მათი გამოსწორება და შესაბამის პირებთან რეპორტინგი;
  • მონაწილეობის მიღება შეღწევადობის ტესტირებაში და სუსტი მხარეების აღმოფხვრა;
  • ბიზნეს უწყვეტობის გეგმის დანერგვასა და ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
  • ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერ უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
  • შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.


საჭირო უნარ-ჩვევები:
  • ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • გუნდთან მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • სტრესსა და შეზღუდულ დროში მუშაობის შესაძლებლობა;
  • მოქნილობა;
  • სწრაფად ათვისების უნარი.
 

ცოდნა და გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში განათლების მქონე კანდიდატს;
  • ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • სასურველია სამუშაო გამოცდილება.
  • ინფორმაციული უსაფრთხოების ფრეიმვორკებისა და სტანდარტების ცოდნა; 
  • ტექნიკური გამოცდილება ქსელების, სისტემებისა და ვირტუალიზაციის მიმართულებით; 
  • Windows და Linux სისტემების მიმართულებით ცოდნა; 
  • აუცილებელია AntiMalware პრინციპების ცოდნა; 
  • სასურველია ICT მონიტორინგის სისტემების ცოდნა; 
  • სასურველია SIEM-თან მუშაობის გამოცდილება; 
  • სასურველია Vulnerability Management-თან მუშაობის გამოცდილება; 
  • აუცილებელია IDS/IPS და WAF თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების ცოდნა; 
  • სასურველია DLP და PAM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების ცოდნა; 
  • სასურველია სერთიფიკატი IT უსაფრთხოების მიმართულებით.

 
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge  Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაგვიანებით მიღებული CV არ განიხილება.