შპს “მაგთიკომი“ აცხადებს ვაკანსიას კიბერ უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი უფლება-მოვალეობანი:
- ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე შესაბამისი პოლიტიკების, სტანდარტების, პროცესების, წესების, ინსტრუქციების, პროცედურების განახლება-დანერგვაში მონაწილეობის მიღება, ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის და NIST კიბერ უსაფრთხოების ჩარჩოსთან შესაბამისობაში;
- ინფორმაციული უსაფრთხოების პოლიტიკის მოთხოვნების შესაბამისად, უსაფრთხოების სისტემების დანერგვა/კონფიგურაცია მონიტორინგი (Firewall, WAF, DLP, SIEM, Vulnerability Scanning Tools და სხვა უსაფრთხოების სისტემები);
- ინფორმაციული სისტემური ლოგების, კონფიგურაციული ცვლილებებისა და ქსელური აქტივობის მონიტორინგი;
- IT სისტემების სუსტი მხარეების/გაუმართავობის აღმოჩენა, იდენტიფიცირება და მოგვარების გზების აღმოჩენა მუდმივი მონიტორინგის გზით;
- უსაფრთხოების ტესტირებებებში მონაწილეობის მიღება, მონაცემთა დამუშავების ოპერაციების, ოპერატიული სისტემების, ქსელებისა და მათთან დაკავშირებული პროცესებისა და ფუნქციების მონიტორინგი;
- ინფორმაციულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიება, მათი გამოსწორება და შესაბამის პირებთან რეპორტინგი;
- მონაწილეობის მიღება შეღწევადობის ტესტირებაში და სუსტი მხარეების აღმოფხვრა;
- ბიზნეს უწყვეტობის გეგმის დანერგვასა და ტესტირებაში მონაწილეობის მიღება;
- ინფორმაციული უსაფრთხოების და კიბერ უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებასა და დანერგვაში მონაწილეობის მიღება;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშგება.
საჭირო უნარ-ჩვევები:
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- გუნდთან მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- სტრესსა და შეზღუდულ დროში მუშაობის შესაძლებლობა;
- მოქნილობა;
- სწრაფად ათვისების უნარი.
ცოდნა და გამოცდილება:
- უმაღლესი განათლება, უპირატესობა მიენიჭება საინფორმაციო ტექნოლოგიების, ტელეკომუნიკაციების ან დაკავშირებულ სფეროში განათლების მქონე კანდიდატს;
- ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
- სასურველია სამუშაო გამოცდილება.
- ინფორმაციული უსაფრთხოების ფრეიმვორკებისა და სტანდარტების ცოდნა;
- ტექნიკური გამოცდილება ქსელების, სისტემებისა და ვირტუალიზაციის მიმართულებით;
- Windows და Linux სისტემების მიმართულებით ცოდნა;
- აუცილებელია AntiMalware პრინციპების ცოდნა;
- სასურველია ICT მონიტორინგის სისტემების ცოდნა;
- სასურველია SIEM-თან მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია Vulnerability Management-თან მუშაობის გამოცდილება;
- აუცილებელია IDS/IPS და WAF თან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების ცოდნა;
- სასურველია DLP და PAM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება და ადმინისტრირების ცოდნა;
- სასურველია სერთიფიკატი IT უსაფრთხოების მიმართულებით.
მონაცემები ფოტოსურათით (CV) გამოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე vakansia@magticom.ge Subject-ში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დაგვიანებით მიღებული CV არ განიხილება.