რესტორნის ცვლის უფროსი

თბილისი სრული განაკვეთი Gino Seaside Tbilisi
მივლინება: არა
ენები: ქართული, ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: რესტორნის მენეჯერი
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ - ელეგანტური 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც გთავაზობთ 215 ფართო აპარტამენტის სტილის ოთახს, რესტორნებს, ბარებს და სათათბირო ოთახებს, უკვე მასპინძლობს საერთაშორისო და ადგილობრივ სტუმრებს და განკუთვნილია დასასვენებლად, საქმიანი და ოჯახური მოგზაურებისთვის. 
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ მდებარეობს „ჯინო აკავაპარკის“ მიმდებარედ და გადაჰყურებს თბილისის წყალსაცავს. დასასვენებელი ობიექტების ფართო არჩევანის გარდა, სტუმრებს, ასევე, შეუძლიათ ისარგებლონ აღმოსავლეთ ევროპაში ერთერთი საუკეთესო  „ველნეს“ ზონით და წყლის სპორტის სხვადასხვა აქტივობებით აკვა პარკში.
სასტუმრო „Gino Seaside Tbilisi“ აცხადებს  ვაკანსია რესტორნის ცვლის უფროსის პოზიციაზე
ლოკაცია: თბილისის ზღვა, ბეშენოვას 20

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • პასუხისმგებელია რესტორნის გამართულ მუშაობაზე;
  • ჰქონდეს სრული ინფორმაცია თუ რა ხდება სასტუმროსა და კვების ობიექტებზე (მიაწოდოს ინფორმაცია სერვისის წარმომადგენლებს);
  • აკონტროლოს სამუშაო სივრცის სუფთა და კარგ მდგომარეობაში ყოფნა.
  • მომსახურე პერსონალის კონტროლი (აუთლეტებზე გადანაწილება);
  • მომსახურე პერსონალის ტრენინგი;
  • ხარისხის კონტროლი SOP ის მიხედვით;
  • სტუმრებთან ურთიერთობა და მათთან კონტაქტი;
  • სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილებები და დააკმაყოფილოს სტუმრის მოთხოვნები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • შესაბამისი გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
  • უცხო ენების (ინგლისური და რუსული) საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა 

საჭირო პიროვნული უნარები:
  • ორგანიზებულობა
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი
  • პოზიტიურობა, ენერგიულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • დროის მართვის უნარი

კომპანია გთავაზობთ: 
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • კვებით და უნიფომრით უზრუნველყოფას

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@ginoseaside.ge
სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

გისურვებთ წარმატებას!