საწყობის კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი 4Hospitals
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
„4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _  შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;  
 
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას საწყობის კურიერის პოზიციაზე. 
სამუშაო ადგილი: თბილისი 
განაკვეთი: სრული 
 
 
ფუნქცია-მოვალეობები: 
  • დაკომპლექტებული შეკვეთების საწყობიდან აღება და მომხმარებლისთვის (სამედიცინო      დაწესებულებები) ჩაბარება. 
  • მომხმარებელთან კომუნიკაცია და ინფორმაციის მიწოდება, ჩასაბარებელი პროდუქციის შესახებ. 
  • პროდუქციის დაზიანების გარეშე და დროული ტრანსპორტირება; 
  • საჭიროებისამებრ მივლინებები რეგიონებში პროდუქციის ჩატანა/წამოღების მიზნით. 
  • ავტომობილის მდგომარეობის მუდმივი კონტროლი. 
  • მოძრაობის წესებისა და უსაფრთხოების დაცვა. 

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • საკუთარი ავტომობილი; 
  • B კატეგორიის მართვის მოწმობა; 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ქალაქის ქუჩების ცოდნა; 
  • მოძრაობის წესების ცოდნა; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება; 
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა. 
 
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა 
  • კომუნიკაბელურობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • პუნქტუალურობა 
  • დისციპლინირებულობა 
  • თავაზიანობა 
  • კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი 
  • შრომისმოყვარეობა 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;   
 
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზვანეთ  თქვენი რეზიუმე   მისამართზე: vacancy@4hs.ge არაუგვიანეს  2024 წლის 22 მაისამდე. 
 
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება. 
4Hospitals გისურვებთ წარმატებას!