გაყიდვების მენეჯერი

ქუთაისი სრული განაკვეთი 4Hospitals
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
„4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს  სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _  შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;  
 
"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერი პოზიციაზე. 

სამუშაო ადგილი: ქუთაისი
განაკვეთი: სრული 
 
სამუშაოს აღწერილობა: 
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით; 
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.  
  • კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა; 
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება; 
  • სამედიცინო დაწესებულების მიერ გამოცხადებული ტენდერების მუდმივი მონიტორინგი; 
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება; 
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;  
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება; 
  • პროდუქციის ნაშთების მუდმივი მონიტორინგი; 
  • შეკვეთების დროული მომზადება და ოპტიმალური დაგეგმვა; 
 
ძირითადი უნარები: 
  • გუნდურად მუშაობის უნარი 
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა 
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი 
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი 
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა 
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა 
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:  
  • უმაღლესი განათლება;  
  • ლაბორატორიული აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვების მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ან ლაბორატორიაში მუშაობის  მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება; (სამედიცინო სფერო ჩაითვლება უპირატესობად) 
  • ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად; 
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა 
  • ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად 
 
ჩვენ გთავაზობთ: 
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების  შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;   

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა,  გამოგვიგზვანეთ  თქვენი რეზიუმე   მისამართზე: vacancy@4hs.ge 
გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და სამუშაო ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება. 

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!