გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არესემ საქართველო სოლუშენსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი
„არესემ საქართველო სოლუშენსი“ პროგრამული უზრუნველყოფის ვენდორის SAP-ის პარტნიორია. კომპანია ახორციელებს გადაწყვეტილება SAP Business One-ის იმპლემენტაციას. SAP Business One წარმოადგენს ERP სისტემას, რომელიც ერთიან სისტემაში აქცევს და უზრუნველყოფს კომპანიის ბიზნეს პროცესების ოპტიმიზირებას.
ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ზაქარია ფალიაშვილის 85
სამუშაო საათები: 10:00-19:00 (ორშაბათი-პარასკევი)

ფუნქცია-მოვალეობები:
  • პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვის სრული ციკლის მართვა;
  • პოტენციური დამკვეთის საჭიროებების კვლევასა და მათზე მორგებული შეთავაზების მომზადებაში მონაწილეობა;
  • ახალ და არსებულ პარტნიორებთან ხელშეკრულების გაფორმების უზრუნველყოფა;
  • უშუალო ხელმძღვანელთან რეპორტინგის მომზადება და წარდგენა;
  • CRM-ის გამოყენება გაყიდვების აქტივობების სამართავად;
  • უცხოელ და ქართველ ვენდორებთან კომუნიკაცია;
  • ყოველწლიური გაყიდვების გეგმის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ტექნოლოგიური და ბიზნეს ტენდენციების შესწავლა და ახალი გადაწყვეტილებების მოძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება - ტექნიკური ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • IT სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენას ცოდნა;
  • საბუღალტრო და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გაგვიზიარეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@rsm.ge. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.