ბარმენი

თბილისი სრული განაკვეთი არტ ჰაუსი
ხელფასი: 1380
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ბარმენი
არტ ჰაუსი – ეს არის თავშეყრის ადგილი შემოქმედებითი და გასტრონომიული სიამოვნებისთვის, რომელიც აერთიანებს მუზეუმს, სხვადახსვა სახის კვების ობიექტებს და გამაჯანსაღებელ ცენტრს. 
არტ ჰაუსი აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე
ანაზღაურება: 1380 ₾

ძირითადი მოვალეობები:
  • ბარის საქმიანობის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველყოფა
  • ბარში წარმოდგენილი პროდუქციის - ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების სრულყოფილი ცოდნა და მათი შეთავაზება სტუმრებისთვის 
  • გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება და შენახვა დადგენილი წესის შესაბამისად
  • სასმელის სწრაფი, ეფექტური და ხარისხიანი მომზადება
  • რესტორანში დადგენილი სტანდარტების მიხედვით სამუშაო არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა
  • ბარში არსებული დანადგარების, ბარის ჭურჭლის და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა და ინვენტარიზაცია

ძირითადი მოთხოვნები:
  • აუცილებელია მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება ბარმენის პოზიციაზე
  • თანამედროვე ბარის ორგანიზების, ფუნქციონირებისა და მომხმარებელთა მომსახურების საქმის თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების ცოდნა
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა
  • აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე.

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სერვისის მაღალ ხარისხზე ორიენტირებულობა
  • კვებისა და სასმელების სერვისის სფეროს ცოდნა
  • მომხმარებლისადმი გულისხმიერი მიდგომა
  • პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • დროის მართვისა და პრიორიტეტების დასმის უნარი
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი.

                        
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: HR@thearthouse.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს.

გისურვებთ წარმატებას!