მოლარე/კონსულტანტი

თბილისი სრული განაკვეთი წისქვილი ბაზარი
მივლინება: არა ხელფასი: 950 +ბონუსი
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი, მოლარე
„წისქვილი ჯგუფი“ ტრადიციული ქართული გემოების, ატმოსფეროსა და კულტურის ერთობლიობაა, რომელიც 2002 წლიდან მასპინძლობს სტუმრებს თბილისში წარმოდგენილ სამ სხვადასხვა ლოკაციაზე. წისქვილში შექმნილი გარემო, თავს გვახვევს ნოსტალგიურ განწყობას და პირდაპირ ასოცირდება იმ ტრადიციებთან, რაც წლების განმავლობაში ქმნიდა ფაქტობრივად ბრენდად ჩამოყალიბებულ - „ქართულს“. ამის პარალელურად, არ ჩამორჩება თანამედროვე ტენდენციებს და ყველა გემოვნების მომხმარებელს სთავაზობს საგულდაგულოდ მოწყობილ კუთხეს. კომპანიას არსებობის დღიდან დამსახურებულად აქვს მიღებული ჯილდოები მისი ხარისხისა და სტუმარ-მასპინძლობის დამსახურებით (Golden Brand Award 2005-2012, International NBR Award, Tripadvisor Certificate Of Excellence Winner 2019 და სხვა..)
„ბაზარი“ წისქვილის ერთ-ერთი პროექტია - მოიცავს პრემიუმ ხარისხის პროდუქტების თანამედროვე მარკეტს, თუმცა აცოცხლებს ძველი, ტრადიციული ბაზარის თემატიკას. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს https://www.facebook.com/bazari.com.ge

მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ „ბაზარი“-ის გუნდში გვაქვს მოლარისა და კონსულტანტის ვაკანტური პოზიციები.

სამუშაო ადგილი:
 ვაკე, ილია ჭავჭავაძის გამზირი;
ავლაბარი, ნიკიფორე ირბახის ქუჩა (ავლაბრის მეტროსთან, პროექტი „მოედანი“)

ანაზღაურება: 950 ლარი (ხელზე ასაღები) + ბონუსი გაყიდვებიდან და სტაჟიდან გამომდინარე ნამატი ფიქსირებულ ხელფასზე.
სამუშაო ცვლები: 08:30 – 16:30 და 14:30 – 22:30

ძირითადი მოვალეობები:
  • მომხმარებლისათვის კონსულტაციის გაწევა და პროდუქტის პრეზენტაცია კომპანიაში დაწესებული სტანდარტების მიხედვით;
  • პროდუქციის განთავსება სავაჭრო სივრცეში;
  • სავაჭრო სივრცეში განთავსებული პროდუქციის ფასმაჩვენებლებისა და ვადების კონტროლი;
  • ობიექტის მმართველი მენეჯერის მხრიდან მიღებული მითითებების კომპეტენციის ფარგლებში შესრულება.

თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ „წისქვილი ჯგუფის“ პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომერზე +995 591 25 22 20, ან გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე hr@tsiskvili.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს