დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი

ბათუმი სრული განაკვეთი ვაით სეილსი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი)
მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ვაით სეილს-ი აცხადებს ვაკანსიას დასუფთავების დეპარტამენტის სუპერვაიზერი-ს პოზიციაზე
მდებარეობა : ბათუმი 

ძირითადი მოვალეობები:
  • გასული, მიმდინარე და შემომსვლელი ნომრების სისტემაში გადამოწმება.
  • ნომრების გადამოწმების შედეგად დამლაგებლებისთვის დავალებების გაწერა.
  • დავალების მიხედვით დამლაგებლებთან ერთად ტროლების შევსება.
  • საწყობის და სასაწყობე ნაშთების კონტროლი.
  • დამლაგებლების მიერ შესრულებული დავალებების კონტროლი.
  • სისტემაში ოთახების სტატუსის კონტროლი.
  • ნომერში ტექნიკური გაუმართავობის შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდება ტექნიკურ დეპარტამენტისთვის.
  • დაკარგული და ნაპოვნი ნივთების პროცედურების დაცვა/კონტროლი.
  • დამლაგებლებზე გაცემული გასაღებების კონტროლი.
  • შენობის გარე პერიმეტრზე სისუფთავის კონტროლი.
  • შეკვეთების მიწოდება შესყიდვებთან.
  • მომსახურე კომპანიებთან ანგარიშსწორების კონტროლი.

ძირითადი მოთხოვნები:
  • უპირატესობად ჩაითვლება გამოცდილება სასტუმროს მიმართულებით, ანალოგიურ პოზიციაზე

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი (კვირაში არაუმეტეს 40 საათი)

რას გთავაზობთ ჩვენ?
  • ხელფასის გარდა თანამშრომელი სარგებლობს დაზღვევის პროგრამით და კვებით,ასევე 20%-იან ფასდაკლებათ ტერიტორიაზე არსებულ კაფე-ბარებში

დაინტერესებულმა კანდიდატებმა რეზიუმე/განაცხადის ფორმა უნდა გამოგზავნონ მისამართზე: lela@wsr.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 599 17 12 49. 
გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ვაკანსია/"დასუფთავების სამსახურის სუპერვაიზერი", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.