ბიზნეს-განვითარების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბრედფილდი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
წარმოება/ოპერაციები: წარმოება/ოპერაციების დაგეგმვა
მაკდონალდს საქართველოს პურის ქარხანა ბრედფილდი აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს-განვითარების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:
  • სრული სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00;
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად;
  • საწარმოს მდებარეობა: ლილო, ლოჭინის ხევი;

ბრედფილდის ბიზნეს-განვითარების მენეჯერი ექვემდებარება ქარხნის ხელმძღვანელს. ის მუშაობს ბრედფილდში არსებულ დეპარტამენტებთან (მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტი, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტი, წარმოება, ტექნიკური დეპარტამენტი, HR) სამუშაო პროცესების მაქსიმალურად ეფექტურად წარმართვის მიზნით. ბიზნეს-განვითარების მენეჯერის პოზიციის მიზანია გაანალიზოს თითოეული დეპარტამენტების სამუშაო პროცესები, ინიცირება გაუკეთოს გაუმჯობესების საშუალებებს და უზრუნველყოს გაუმჯობესებული პროცესების დანერგვა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის სტრატეგიული გეგმების შემუშავებასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობა;
  • კომპანიაში არსებული დეპარტამენტების სამუშაო პროცესების ანალიზის გეგმის შედგენა;
  • შედგენილი გეგმის მიხედვით სამუშაო ანალიზის პროცესის ჩატარება და გაუმჯობესების საშუალებების გამოვლენა;
  • ანალიზის შედეგების გათვალისწინებით სამოქმედო გეგმის შედგენა და განახლებული პროცესის დანერგვა, რომელიც უზრუნველყოფს პროცესების ეფექტურობისა და ბიზნეს შედეგების გაზრდას;
  • დანერგილი პროცესის მონიტორინგი და რეპორტინგი ხელმძღვანელთან;
  • დეპარტამენტების KPI მაჩვენებლების ანალიზი თვის/კვარტლის/წლის ჭრილში, საჭიროების შემთხვევაში ახალი KPI ინდიკატორების დანერგვა;
  • რეპორტინგის ისეთი მექანიზმების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დეპარტამენტების ჭრილში პოტენციური პრობლემების ან/და რისკების პროგნოზირებას;
  • დეპარტამენტებში ახალი პროექტების კოორდინაცია პროექტის დაგეგმარების ეტაპიდან მის აღსრულებამდე. მათ შორის წარმოების ოპტიმიზაციის კუთხით პროექტების ინიცირება და მართვა, ტექნიკური დეპარტამენტის ჭრილში პროექტების მართვა და ა.შ.
  • მიწოდების ჯაჭვის დეპარტამენტთან მიმდინარე პროცესების სტრატეგიული ანალიზი, პირობების და ფასების გათვალისწინებით; ხარჯების და პოტენციური რისკების პროგნოზირება/კონტროლი;
  • ERP Navision-ში პროცესების დახვეწის პროექტის ხელმძღვანელობა, შესაბამისი დეპარტამენტებისა და სერვისის მომწოდებელი კომპანიის კოორდინაცია.
  • პრეზენტაციებისა , რეპორტებისა წარმოება და ანალიზი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება: ბიზნეს ადმინისტრირების / ფინანსების განხრით;
  • ბიზნეს-განვითარების მენეჯერის / წარმოების მენეჯერის /SC სპეცილისტის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • გუნდის მართვის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • წარმოებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა;
  • სასურველია რუსული ენის ფლობა;
  • MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა (განსაკუთრული აქცენტი გაკეთდება Excel-ის პროგრამაზე).

პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ბიზნეს-ორიენტირებული აზროვნება;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
  • ინიციატივის მაღალი დონე;
  • პროცესების ანალიზის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • აქტიური მოსმენის და გუნდური მუშაობის მაღალი დონე.

ბენეფიტები:
  • ყოველთვიური საწვავის ლიმიტი;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა;
  • კორპორატიული ნომერი;
  • სწავლებისა და განვითარების სისტემა;
  • შესრულებული სამუშაოს შეფასებისა და მართვის სისტემა, რომელსაც უკავშირდება კომპანიის საბონუსე პოლიტიკა.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მეილზე: vacancyibh@ibh.ge