მემწვადე

საგარეჯო სრული განაკვეთი კახური ტრადიციული მეღვინეობა
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
„კახური ტრადიციული მეღვინეობა” ღვინის და სპირტიანი სასმელების მწარმოებელი ერთ–ერთი უმსხვილესი კომპანიაა საქართველოში და კავკასიის რეგიონში. 
კომპანია დაფუძნდა 2001 წელს, KTW აწარმოებს ღვინოს, ბრენდს, შუშხუნა ღვინოს და ჭაჭას ტრადიციული ქართული ტექნოლოგიებით, რომელიც შერწყმულია თანამედროვე ტექნოლოგიებთან. 
ეს კომპანიას აძლევს შესაძლებლობას შეინარჩუნოს ღვინის ძველი, უნიკალური გემო და შექმნას საკუთარი ხელწერა და სტილი მსოფლიოს მასშტაბით. 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" აცხადებს ვაკანსიას მემწვადეს პოზიციაზე პატარძეულში. 
სამუშაო ადგილი - პატარძეული 
გრაფიკი - სრული  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ნედლეულისა და პროდუქტის პირველადი დამუშავება, ნახევარფაბრიკატების მომზადება, მარაგების კონტროლი; 
  • კულინარიული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; 
  • სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა; 
  • ხორცის დამუშავება და მაყალთან მუშაობა; 
  • ტექნოლოგიური სტანდარტების და კალკულაციის დაცვა; 
  • კერძების დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით მომზადება; 
  • სამუშაო დღის დაწყებამდე და სამუშაო დღის დასასრულისას სამზარეულოს ინვენტარის მოწესრიგება და დასუფთავება. 
 
ძირითადი მოთხოვნები: 
  • სწრაფი კვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • პუნქტუალურობა; 
  • ორგანიზებულობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი; 
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა. 
 
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV), ელ-მისამართზე: hr@ktw.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „მემწვადე“. 
კანდიდატის განხილვა მოხდება მისი მონაცემების დამუშავებისა და მასთან გასაუბრების საფუძველზე. 
სააპლიკაციო ფორმები მიიღება 2024 წლის 22 მაისის ჩათვლით. 
 
შ.პ.ს. "კახური ტრადიციული მეღვინეობა" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!