რეალიზაციის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი G&A GROUP
მივლინება: არა ხელფასი: 1200
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერ-ოპერატორი
 შპს "G&A GROUP"-ი წარმოადგენს ლოჯისტიკურ და სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც 2012 წლიდან ოპერირებს ბაზარზე, სამი ბრენდით ,,ნობათი’’-  გაყინული ხორცპროდუქტებით,  "რერა" პრემიუმ ხარისხის ნახევარფაბრიკატებით და ,,ხინდა" ეკონომ კლასის ნახევარფაბრიკატებით, მთელი საქართველოს მაშტაბით 
 
შპს "G&A GROUP" აცხადებს ვაკანსიას რეალიზაციის  ოპერატორის პოზიციაზე.
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში დილისა და შუადღის ცვლა.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, დემეტრე  თავდადებულის N29
ანაზღაურება -  1200 ₾ (Neto)

ძირითადი მოვალეობები დილის ცვლაში : 
  • რეალიზაციების ატვირთვა აგროვების ფურცლის მიხედვით.
  • დღის განმავლობაში კორექტირებების გაკეთება და დაბრუნებების ატვირთვა
  • rs.ge ზე ანგარიშ-ფაქტურების გაწერა.
  • ქსელური ობიექტების შეკვეთების გაწერა.

ძირითადი მოვალეობები საღამოს ცვლაში :
  • ზედნადებების დასრულება/გაუქმება.
  • ექსპედიტორის „ბორტების“ დღის ჭრილში ჩახურვა.
  • მიწოდების რეპორტის მომზადება.
  • ზედნადებების კორექტირება/ დაბრუნებების ატვირთვა.

ძირითადი მოთხოვნები:
  • 1C ERP სადისტრიბუციო პროგრამაში მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Word, MS Excel);
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
  • სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად).

პიროვნული თვისებები:
  • ინფორმაციის კორექტულად მიღების და გადაცემის უნარი;
  • ყურადღებიანი დეტალების მიმართ;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტური მართვის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;

გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@gagroup.com.ge  სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "G&A GROUP"-ისთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, შპს "G&A GROUP -მა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ შპს "G&A GROUP -მა  შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას საკონტაქტო მონაცემებზე: hr@gagroup.com.ge ან/და ტელეფონის ნომერზე: (2 205 507). გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების შპს "G&A GROUP -სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა შპს G&A GROUP -ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად. წინამდებარე  შეტყობინება არ განიხილება, როგორც შპს G&A GROUP -ში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.