კომპანია AMTS (მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი) არის საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სამედიცინო აპარატურისა და სახარჯი მასალების გაყიდვის, აგრეთვე, სამედიცინო აპარატურის ტექნიკური მომსახურების სფეროში.
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სააღრიცხვო სპეციალისტის თანამდებობაზე.
მდებარეობა: თბილისი, ბელიაშვილის ქ. 83.
კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში მინიმალური სახელფასო განაკვეთი შეადგენს 1250,00 ლარს თვეში (დარიცხული), რაც დამოკიდებული იქნება კანდიდატის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე.
მოვალეობები:
1. 1. სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის აღრიცხვა ბუღალტრულად და პროგრამულად;
2. 2. სერვის სამსახურის მიერ გაწეული მომსახურების/მიწოდებული საქონლის მიხედვით საგადასახადო ანგარიშ–ფაქტურების/სასაქონლო ზედანდებების გამოწერა და კონტროლი (პროგრამულად, RS–ზე);
3. 3. სერვის სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული საქონლის/მასალების ჩამოწერა/მოძრაობა/აღრიცხვა
4. 4. სერვის სამსახურის მიერ მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების მიხედვით ინვოისების მომზადება;
5. 5. კომპანიის სამეურნეო და ადმინისტრაციული ხარჯის/შესყიდვის ბუღალტრული კლასიფიკაცია და პროგრამული ასახვა მთავარ ბუღალტერთან კოორდინაციაში;
6. 6. კომპანიის დებიტორ-კრედიტორებთან შედარების პროცესში მთავარი ბუღალტრის ასისტენტობა.
სამუშაო პროგრამები და აპლიკაციები:
1. ინფო საწარმო (ეფემჯი სოფტი);
2. სუპერფინი;
3. eservices.rs.ge;
4. MS excel.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
1. 1. უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ფინანსების განხრით;
2. 2. სასურველია სერტიფიკატის არსებობა სპეციალობით (ბუღალტერია, აუდიტი, საგადასახაო კოდექსი ან სხვა მსგავსი);
3. 3. სავალდებულოა ძირითადი საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა;
4. 4. სავალდებულოა სააღრიცხვო პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
5. 5. მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:
1. 1. პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
2. 2. გუნდური მუშაობის უნარი;
3. 3. კომუნიკაბელურობა;
4. 4. სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
5. 5. პუნქტუალურობა;
6. 6. ორგანიზებულობა;
რას გთავაზობთ ჩვენ:
** 3 თვე ანაზღაურებადი გამოსაცდელი პერიოდი;
** შემდეგ კონტრაქტის გაფორმების შემთხვევაში ფიქსირებული ხელფასი + ჯანმრთელობის დაზღვევა + კომპანიაში დაწესებული
დამატებითი ბენეფიტებით სარგებლობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@amts.ge-ზე. გთხოვთ სათაურში (subject-ში) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.