ოფისის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Lupa
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი
უძრავი ქონების კომპანია „ლუპა“ აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ქართული ენის ცოდნა;
  • გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
  • სასურველია უცხო ენების - ინგლისურისა და რუსულის ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:
  • შემომავალი და გამავალი კორესპონდენციის მართვა-ადმინისტრირება;
  • კომპანიის ელ-ფოსტასა და სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა - ოპერატიული რეაგირება;
  • ოფისში დაგეგმილი შეხვედრების, პრეზენტაციების, გასაუბრებების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
  • ოფისის სამუშაო პირობებისა და ფუნქციონირების ხელშეწყობა (ტექნიკური, სამეურნეო, საკანცელარიო, შრომის უსაფრთხოების თუ სხვა საკითხების, მათ შორის დასუფთავებისა და ინვენტარის კონტროლი);
  • გასაუბრებების ჩანიშვნა კანდიდატებთან და აუცილებელი დოკუმენტაციის შეგროვება;

სამუშაო გრაფიკი: სრული

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი სივი მისამართზე info@lupa.ge