სს „თელასი“ აცხადებს გარე ვაკანსიას საინფორმაციო ტექნოლოგიების სამსახურის მონაცემთა ბაზის ადმინისტრატორის თანამდებობაზე
თანამდებობრივი მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური განათლება.
- OCA, OCP სერტიფიკატის ფლობა (სასურველია).
- SQL, PL/SQL-ის კარგი ცოდნა.
- Oracle Data Guard, Oracle ASM გადაწყვეტილებების ცოდნა.
- მსგავს სისტემებთან მუშაობის მინ. 5 წლიანი გამოცდილება.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
- კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
- ლოგიკური, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების უნარი.
თანამდებობრივი მოვალეობები:
- Oracle/MS SQL Server მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება.
- Oracle 10g/11g Database და Application Server_ის ინსტალაცია, კონფიგურაცია და ტექნიკური მომსახურება.
- Linux , Windows Server ოპერაციული სისტემების ინსტალაცია და გამართვა Oracle მონაცემთა ბაზისთვის.
- მიმდინარე პროექტების ფარგლებში სხვადასხვა მონაცემთა ბაზაში ცვლილებების განხორციელება.
- Oracle მონაცემთა ბაზის სარეზერვო კოპირება/აღდგენა RMAN სკრიპტების საშუალებით.უკვე დანერგილი საბეკაპო სისტემების პერიოდულად გამოცდა მისთვის სპეციალურად გამოყოფილ სერვერზე.
- მონაცემთა ბაზის ოპტიმიზირება და ძირითადი პარამეტრების მონიტორინგი.
- ახალი მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შექმნაში მონაწილეობის მიღება.
- სისტემის მომხმარებლებისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა.
ვაკანსიაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ პირადი ინფორმაცია ელ. ფოსტით vakansia@telasi.ge 2024 წლის 16 მაისის ჩათვლით აუცილებლად ქართულ და რუსულ ენებზე. სათაურში გთხოვთ მიუთითოთ თანამდებობა.