მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცერი - ანაზღაურებადი სტაჟირება

საქართველოს მაშტაბით, თბილისი, თელავი სტაჟირება Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: სტაჟიორი (საბანკო)
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ"-ი საქართველოში 2010 წლიდან ფუნქციონირებს და წარმოდგენილია 29  ფილიალითა და სერვის ცენტრით, საქართველოს 13 ქალაქში.  კომპანია დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე პროფესიონალებით, რაც განპირობებულია ორგანიზაციაში მოქმედი  სწავლებისა და დასაქმებულთა განვითარების კომპლექსური სისტემით. 

სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ანაზღაურებადი სტაჟირების ვაკანსიას მიკრო ბიზნეს  და აგრო სესხების ოფიცრის სტაჟიორის თანამდებობაზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ხაშურში, ქ. გორში, ქ. რუსთავში, ქ. ახალციხეში, ქ. ფოთში, ქ. ზუგდიდში, ქ. ქუთაისში, ქ. ბათუმსა და ქ. გურჯაანში
შერჩეული კანდიდატები შეძლებენ დაეუფლონ ბიზნეს დაკრედიტების ოფიცრის პროფესიას და მიიღონ დასაქმების შანსი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი;
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა;
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა;
  • მარკეტინგული აქტივობებში მონაწილეობის მიღება; მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა.

სხვა მოთხოვნები:
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
  • ანალიტიუკური აზროვნება;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • მიზანსწრაფულობა;

სამუშაო პირობები:
  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30; 
  • სტაჟირების პერიოდი: მაქ. 2 თვე.
  • ანაზღაურებადი სტაჟირება.
  • წარმატებულ კანდიდატს ექნება შესაძლებლობა დასაქმდეს მიკრო ბიზნეს და აგრო დაკრედიტების ოფიცრის პოზიციაზე;

დაინტერესებულმა პირებმა შეავსეთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge 
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “ მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ოფიცერი  - ანაზღაურებადი სტაჟირება".