შესყიდვების ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი ავტოტექნო
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 2500 +ბონუსი
ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
შპს „ავტოტექნო“ წარმოადგენს სატვირთო ავტომობილების და სამშენებლო ტექნიკის მომწოდებელ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს. სპეციალიზირებულია სამი მიმართულებით:
  • წამყვანი ჩინური ბრენდების (Sinotruk Howo; SHANTUI) ავტომობილების, ბულდოზერების, ექსკავატორების, თვითმცლელების და სხვა ტიპის ტექნიკის იმპორტი და რეალიზაცია;
  • არსებული ბრენდების სათადარიგო ნაწილების რეალიზაცია;
  • გაყიდული ტექნიკის საგარანტიო და გარანტიის შემდგომი მომსახურება, მიმდინარე ტექნიკური სერვისი.
კომპანიის ერთ-ერთი ძირითადი ბიზნეს ერთეულია სატვირთო ავტომობილებისა და სათადარიგო ნაწილების მაღაზია, რომელიც მდებარეობს ქალაქ რუსთავში.
გაფართოებასთან დაკავშირებით ვეძებთ მოტივირებულ კანდიდატებს!
გთავაზობთ დასაქმების და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას!

ავტოტექნო აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: შესყიდვების ანალიტიკოსი
ადგილმდებარეობა: ქვ. ფონიჭალა
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 (ორშაბათი-პარასკევი)
ხელფასი: 2000-2500 (NET) + ბონუსი

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მომწოდებლების ბაზრის კვლევა, ახალი მომწოდებლების მოძიება
  • ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე
  • მარაგების კონტროლი და მონიტორინგი, საწყობის ლიკვიდობა და მარაგების ბრუნვა
  • საწყობში ნაშთების კონტროლი
  • შემომავალი სწრაფი შეკვეთების მონიტორინგი მოთხოვნადი საქონლის იდენტიფიცირება
  • ABC ანალიზის საფუძველზე მოთხოვნადი საქონლის იდენტიფიცირება და სასაქონლო მარაგების იდენტიფიცირება;
  • მომარაგების განყოფილების ხელმძღვანელთან რეპორტინგი;
  • საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
  • 1C-თან მუშობის გამოცდილება,  
  • ინგლისური ენის ცოდდა B1 დონეზე;
  • ანალოგიურ,ან, მსგავს პოზიციაზე მუშობის გამოცდილება ;
  • ავტომანქანის ნაწილების შეკვეთების/მარაგების და სხვა მსხვილი მოცულობის მონაცემების დამუშავების გამოცდილება;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის ეფექტურად მართვა;
  • დეტალებზე ორიენტირება;
  • პუნქტუალურობა. 

ჩვენ გავაზობთ:
  • კონკურენტულ საბონუსე სისტემას;
  • კომპანია ფარავს თანამშრომლის საპენსიო შენატანს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • Fitpass-ს კომპანიის თანადაფინანსებით;
  • სასწავლო პროგრამებსა და ტრენინგებს, მუდმივი განვითარებისთვის (დაფინანსება კომპანიის მხრიდან);
  • მხარდაჭერას, სამუშაო საათების ხარჯზე საუნივერსიტეტო და არასაუნივერსიტეტო სასწავლო პერიოდის განმავლობაში;
  • 24 + 4 საშვებულებო დღეს;
  • შვებულების გამოყენების შესაძლებლობა თანამშრომლობიდან 3 თვის შემდეგ.

კონკურსის ეტაპები: 
  • შესარჩევი სიის მომზადება;
  • გასაუბრება ადამიანური რესურსების მენეჯერთან;
  • -გასაუბრება უშუალო ხელმძღვანელთან

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტაზე: career@autotechno.ge  და წერილის თემის გრაფაში (subject-ში) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - „შესყიდვების ანალიტიკოსი“.
თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, აგრეთვე შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის, შემდგომი 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
დაინტერესების შემთხვევაში, თუ რატომ არ შეირჩა თქვენი კანდიდატურა გასაუბრების ეტაპისთვის, შეგიძლიათ მოგვწეროთ აღნიშნულ მეილზე, ჩვენ სიამოვნებით გიპასუხებთ!
გისურვებთ წარმატებას და კარიერულ წინსვლას!