კომერციული დეპარტამენტის დირექტორი

თბილისი სრული განაკვეთი კავკასიის მედიცინის ცენტრი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: 2 - 3 წლამდე
TOP მენეჯმენტი: კომერციული დირექტორი
კავკასიის მედიცინის ცენტრი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: კომერციული დეპარტამენტის დირექტორი
კავკასიის მედიცინის ცენტრი წარმოადგენს მულტიპროფილურ წამყვან რეფერალურ ჰოსპიტალს რეგიონში. იგი დაკომპლექტებულია ქვეყნის წამყვანი პროფესიონალებით და აწოდებს მაღალი სტანდარტის მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო მომსახურებას. ჰოსპიტლის მისიაა, რომ გააუმჯობესოს თანამშრომლების, პაციენტების და საზოგადოების ცხოვრების ხარისხი და შევქმნათ საუკეთესო სამედიცინო გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი  განათლება (სასურველია ფინანსური მიმართულებით)
  • მაგისტრის ხარისხი (სასურველია)
  • აუცილებელია სამედიცინო სფეროში მუშაობის 3 წლიანი გამოცდილება
  • 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე 

ფუნქცია-მოვალეობები:
  • ჰოსპიტლის  შემოსავლების პროგნოზის მომზადება;
  • სახელმწიფო პროგრამებში ჰოსპიტლის ჩართვის პროცესის მართვა:
  • სახელმწიფო პროგრამის ანალიზი, კლინიკის შესაძლებლობების გათვალიწინებით;
  • ქვეკონტრაქტორების მოძიება და მათთან თანამშრომლობის პროცესის მართვა (საჭიროების შემთხვევაში);
  • პროგრამის დანერგვის და განხორციელების პროცესის შემუშავება;
  • პროგრამის დანერგვა ჰოსპიტლის მასშტაბით;
  • სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მხირდან მისაღები ანაზღაურების შესახებ აღიარების აქტის (გარდა კაპიტაციისა) მიღების ვადის კონტროლი (შეთანხმებული თანხის მიღება-ჩაბარების დოკუმენტი);
  • პაციენტისათვის გაწული მომსახურების ანაზღაურების მიღების მიზნით სადაზღვევო კომპანიებთან, სახელწიფოს შესაბამის ორგანოებთან და სხვა კონტრაგენტებთან სრულყოფილი (კონტრაგენტთან შეთანხმებული) დოკუმენტაციის ვადების დაცვით წარდგენის  კონტროლი;
  • დადგენილი პროცედურის შესაბამისად პაციენტების გადახდებისა და დავალიანების ამოღების პროცესის კონტროლი;
  • სათავო ოფისიდან მოწოდებული ანგარიშგების (თვის დახურვა, წარუდგენელი შემთხვევების შესახებ ანგარიშგება და სხვა) ანალიზი;
  • ჰოსპიტლის შემოსავლების აღრიცხვა და ანალიზი, P&L – (მოგება-ზარალის უწყისი), Cash flow-ს, ეფექტურობის მაჩვენებლის EBITDA კონტროლი;
  • Roic-ის გეგმის შესრულება;
  • სახელფასო ბიუჯეტის მონიტორინგი და შრომის ანაზღაურების (გამომუშავებითი შრომის ანაზღაურება და ფიქსირებული) მართვა;
  • კომპანიის მიერ გაწერილი მომსახურების სტანდარტების დაცვის კოორდინაცია;
  • ერთეულის მიერ შინაგანაწესის შესრულების კოორდინაცია/მონიტორინგი;
  • ერთეულში ყველა საჭირო ინფორმაციის, სიახლის გადაცემა, თანამშრომელთა დროული ინფორმირება;
  • პროცესების შუალედური შედეგების განხილვა, სტატუს რეპორტების მომზადება;
  • ჰოსპიტლის სტრუქტურული ერთეულების უფროსებთან ერთად სტრუქტურული ერთეულების მოგება/ზარალის ანგარიშგების ანალიზი;
  • ჰოსპიტლის მიერ შემუშავებული პროცედურების (ფორმალური და არაფორმალური წესები) და პროტოკოლების შესრულების მონიტორინგი;
  • დაქვემდებარებული თანამშრომლები სწავლების და განვითარების ხელშეწყობა;
  • სტრუქტურული ერთეულის ბიუჯეტირების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების  ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა/კონტროლი.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:
  • ანალიტიკური უნარები;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • შედეგზე ორიენტაცია;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის უნარი;
  • სტრატეგიული აზროვნება;
  • გუნდის მართვის კომპეტენცია;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 10 მაისი, 2024 დაინტერესებული კანდიდატები რეზიუმეს ასატვირთად მიჰყევით ბმულს: https://vian.health/ka/career/?careerId=1104 
მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.
გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე