დამხმარე ოპერატორი/მბეჭდავი

თბილისი სრული განაკვეთი პათოლოგიის კვლევითი ცენტრი
მივლინება: არა ხელფასი: 500 - 1000
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
სამედიცინო: ექიმის დამხმარე
პათოლოგიის კვლევითი ცენტრი აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავის) თანამდებობაზე

ფუნქცია - მოვალეობები:
  • ექიმის მიერ დადგენილი დიაგნოზების სამედიცინო პროგრამაში ასახვა. 
  • ასახული ინფორმაციის კონტრაქტორ კლინიკებთან და პაციენტებთან გადაგზავნა

სამუშაო დრო:
  • ნახევარი განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ცვლები 09:30 -14:00 და 14:00 - 18:30, თვეში ორი შაბათი 10:00 საათიდან 14:00 საათამდე;
  • სრული განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:30 საათიდან 18:30 საათამდე ყოველი მეორე შაბათი
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, დიღმის მასივი, კონსტანტინე ჩაჩავას N1, პათოლოგიის კვლევითი ცენტრი;

ანაზღაურება:
  • ნახევარ განაკვეთი - 500 ლარი;
  • სრული განაკვეთი - 800 ლარი (კვალიფიკაციის და გამცოდილების მიხედვით 1000 ლარი)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • განათლება: სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
  • სამუშაო გამოცდილება: სასურველია იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • ქართულად გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
  • უცხო ენების ცოდნა - რუსული/ინგლისური (საკომუნიკაციო დონეზე).

ცოდნა და უნარები:
  • ყურადღება დეტალების მიმართ; 
  • შრომისმოყვარეობა;
  • პასუხისმგებლობა;
  • ოპერატიულობა;
  • გუნდურობა;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, თქვენი რეზიუმე/CV გამოაგზავნეთ ელ. ფოსტის მისამართზე t.jincharadze@pathlab.ge და ელ. ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება à”დამხმარე ოპერატორის (მბეჭდავი)”

გისურვებთ წარმატებებს! მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.