ავტომტვირთავის მძღოლი

ხაშური სრული განაკვეთი ნოვა
გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები მართვის მოწმობა: B
სამშენებლო, უძრავი ქონება: მძიმე ტექნიკით ოპერირება
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია “ნოვა” (www.NOVA.ge   ) აცხადებს ვაკანსიას „ავტომტვირთავის მძღოლის“ პოზიციაზე ქ. ხაშურში.

ძირითადი ფუნქცია მოვალეობები :
  • დისციპლინარული ნორმების წესრიგი და დაცვა;
  • კლიენტთა მომსახურების და მომსახურების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
  • ტვირთის მიღება-გაცემისა და დასაწყობების პროცესში მონაწილეობის მიღება;
  • პროდუქციის (ტვირთის) უსაფრთხოდ აწევა, დაწევა, გადაადგილება და გადაზიდვის უზრუნველყოფა;
  • ავტომტვირთავზე პროდუქციის სწორად დალაგება-განაწილების უზრუნველყოფა, რათა თავიდან იქნას ავტომტვირთავის გადაყირავება, ტვირთის დაზიანება და ა.შ
  • მუშაობის პროცესში პროდუქციის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი (რამდენად შენარჩუნებულია პროდუქტის სასაქონლო სახე);
  • პროდუქციის მიღებისა და გაცემის კონტროლი;
  • ავტომტვირთავის მოვლა-პატრონობა და სისუფთავის უზრუნველყოფა;
  • გარემოს, შრომისა და სახანძრო უსაფრთხოებების ნორმების და სტანდარტების დაცვა, როგორც უცხო პირებთან, ასევე კოლეგებთან მიმართებაში.

ძირითადი მოთხოვნები:
  • მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ავომტვირთავის მძღოლის პოზიციაზე
  • მართვის მოწმობა (B კატეგორია)
  • წესრიგის დაცვა (სამუშაო დრო, პირადი ჰიგიენა, უნიფორმის ტარება);
  • შრომის და სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა.

სასურველი უნარ-ჩვევები:
  • პასუხისმგებლიანი;
  • დისციპლინირებული;
  • ენერგიული;
  • შრომისმოყვარე;
  • პუნქტუალური.

დამატებითი ინფორმაცია:
  • ანაზღაურება - შეთანხმებით;
  • სამუშაო გრაფიკი - სრული;
  • განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 2024 წლის 26 მაისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე hr@nova.ge. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება „ავტომტვირთავის მძღოლი მარნეული“.

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.