ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი გრანთ თორნთონი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
გრანთ თორნთონი აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: ბუღალტერი

ხანგრძლივობა: გრძელვადიანი
მდებარეობა: თბილისი, საქართველო


ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • პირველადი დოკუმენტაციის მიღება, წარმოება, დაარქივება და საბუღალტრო ბაზაში ასახვა;
  • სალაროს/ბანკის ოპერაციების ყოველდღიური ასახვა ბუღალტრულ პროგრამებში და მათი კონტროლი;
  • რეალიზაციების ყოველდღიური ასახვა პროგრამაში;
  • საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების ასახვა და კონტროლი;
  • სასაქონლო ზედნადებებისა და მიღებული მომსახურების აღრიცხვა პროგრამაში;
  • სხვა მსგავსი საბუღალტრო ოპერაციების შესრულება;
  • RS.GE - ზე მუშაობა საჭიროების შემთხვევაში.

კვალიფიკაცია, ცოდნა და უნარები:
  • უმაღლესი განათლება (ფინანსების მიმართულებით);
  • სასურველია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საბაზისო ცოდნა;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • საბუღალტრო პროგრამა Fina, Oris - ის მაღალ დონეზე ცოდნა. უპირატესობა მიენიჭებათ პროგრამა Fina-ს მცოდნე კანდიდატებს (სასურველია სხვა პროგრამების ცოდნაც);
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.
  • 6გამოცდილება სადისტრიბუციო სექტორში

პიროვნული თვისებები:
  • ანალიტიკური/მათემატიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • დროის მართვის უნარი;
  • გუნდურობა;
  • შრომისმოყვარეობა.

ხელფასი: 1000-1300 ლარი ხელზე გასაცემი, კვალიფიკაციის შესაბამისად. 

დაინტერესებულმა კანდიდატებმა სამოტივაციო წერილი და რეზიუმე უნდა გამოაგზავნონ შემდეგ მისამართზე ბუღალტერი
 - კანდიდატებმა აუცილებლად უნდა მიუთითონ საკონტაქტო ტელეფონი და ელ-ფოსტის მისამართი.
გთხოვთ მეილის სათაურის ველში მიუთითოთ: “ბუღალტერი”. 
წინააღმდეგ შემთხვეაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ტესტირება და გასაუბრება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 15 მაისი 2024

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე