მომარაგების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ავერსი-რაციონალი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: რუსული, ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: მარაგების მართვა
შპს “ავერსი-რაციონალი”  აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: მომარაგების მენეჯერის თანამდებობაზე

პასუხისმგებლობა და მოვალეობები:
  • მომარაგების პროცესის დაგეგმვა და ორგანიზება;
  • მასალების ნაშთების კონტროლი და შეკვეთის საჭიროების განსაზღვრა;
  • შეკვეთის ორგანიზება და მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება;
  • მომარაგებული პროდუქციის ანგარიშსწორების მართვა;
  • კონტრაქტებთან დაკავშირებული საკითხების განხილვა;
  • მომარაგების პროცესის დოკუმენტაციის დროული, სწორი წარმოება და კონტროლი;
  • შეკვეთილი ტვირთის შეუფერხებელი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად თანამშრომლობა ლოჯისტიკის სამსახურთან;
  • საბაჟო პროცედურებისთვის საჭირო დოკუმენტაციის უზრუნველყოფა.

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

უნარ-ჩვევები:
  • გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
  • დროის მენეჯმენტი;
  • საქმიანი ურთიერთობის ეთიკა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტით მისამართზე vacancy.rational@aversi.ge ან
წარმოადგინეთ ქვემოთ მითითებული საბუთები მისამართზე:
 
შპს “ავერსი-რაციონალი” ლილო, დ. კობახიძის ქ. № 33.
(ყოფილი ჭირნახულის ქ. №14)
10 სთ-დან 17 სთ-მდე და შეავსეთ “ანკეტა” ადგილზე.

აუცილებელი დოკუმენტაცია: 
  • პირადობის მოწმობის ასლი
  • დიპლომის ასლი 
  • ფერადი ფოტოსურათი 3X4 (1 ცალი)
  • სერტიფიკატ(ებ)ის ასლ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში)

შენიშვნა: 
  • წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV/ანკეტის წარდგენა/შევსება, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. 
  • CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება გამოცხადებული/მსგავსი ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 3 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ნაბეჭდი სახით.
  • ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით.
  • კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.