მიმტანი

თბილისი სრული განაკვეთი Shota@Rustaveli Boutique Hotel
მივლინება: არა ხელფასი: 900 +ბონუსი
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მიმტანი
Shota@Rustaveli Boutique Hotel აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები:
  • სტუმრების დახვედრა, თავისუფალ ან მათ მიერ დაჯავშნილ მაგიდამდე მიცილება და გამასპინძლება მომსახურების სტანდარტების სრული დაცვით; 
  • შეკვეთების მიღება და პროგრამული ასახვა მაქსიმალური სიზუსტით;
  • მენიუს ზედმიწევნით კარგად ცოდნა, სიახლეებთან და ცვლილებებთან დაკავშირებით სტუმრების ინფორმირება;
  • ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა ბარისა და სამზარეულოს თანამშრომლებთან შეკვეთების მიღება/გაცემის პროცესში;
  • პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება ოპტიმალურ დროში;
  • სუპერვაიზერის დავალებების შესრულება დარბაზის მოწესრიგებასთან და სერვისის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით;

აუცილებელი მოთხოვნები: 
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე; ნებისმიერი დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • კომუნიკაციის კარგი უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • ჯანმრთელობის დაზღვევას;
  • კვებით უზრუნველყოფას;
  • გრაფიკი: დილის ცვლა 07:30-16:00, საღამოს ცვლა 16:00-00:00,
  • კვირაში 2 დასვენების დღე;
  • ფიქსირებული ხელფასი 900ლ+ბონუსი მაღალ სეზონზე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@shotahotels.com და სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.