B2B ექაუნთ მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი Asbc
მივლინება: არა
გაყიდვები: კორპორატიული კლიენტები (B2B)
შემოგვიერთდით ASBC-ში B2B ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.

ASBC - Apple-ის ერთადერთი Premium Reseller-ი საქართველოში!
ჩვენ 8 ქვეყანაში 25+ წელია წარმატებით ვმოღვაწეობთ!
შემოგვიერთდი ფინანსურად მყარ, სწრაფად მზარდ, საერთაშორისო კომპანიაში, სადაც შეძლებ კარიერულად განვითარდე!

ჩვენ გთავაზობთ:
  • ფინანსურად ძლიერ, სწრაფად მზარდ მრავალეროვნულ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას
  • მუდმივი კომუნიკაცია პროფესიონალთა გუნდებთან
  • საერთაშორისო კარიერული შესაძლებლობები
  • ხელმისაწვდომობა უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე: ტრენინგები, სასერტიფიკაციო პროგრამები, ღონისძიებები და Team Building-ი
  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • სახლიდან მუშაობის ვარიანტი
  • კონკურენტული სახელფასო პაკეტი და საბონუსე სისტემა
  • კორპორატიული საჩუქრები 
  • სპეციალური ფასები კომპანიის პროდუქტებზე

ფუნქციური პასუხისმგებლობა:
  • ძირითადი კორპორატიული ბიზნესის ინდიკატორების მიზნების მიღწევა:
  • მიზნობრივი მარჟისა და გაყიდვების მოცულობის კონტროლი, საკრედიტო პარტნიორებისგან დებიტორული დავალიანების დროული დაფარვის უზრუნველყოფა.
  • გაყიდვების განვითარება, კორპორატიული გაყიდვების ზრდისა და მომგებიანობის მიზნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ახალი კლიენტების აქტიური ძიება, არსებულ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება და განვითარება.
  • კომპანიის ბიზნესსა და კლიენტებზე მოქმედი გარე და შიდა ფაქტორების შესახებ მონაცემების შეგროვება და ანალიზი
  • კლიენტთან პარტნიორობის განვითარების გეგმის შემუშავება, კლიენტისთვის შეთავაზებული სერვისებისა და პროდუქტების ნაკრების განსაზღვრა, შეთავაზებების პრიორიტეტის, საკომუნიკაციო არხების განსაზღვრა; თითოეული პროდუქტისთვის კლიენტის მხარეს საკონტაქტო პირების სიის შექმნა.
  • ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შემუშავება. ბაზრის ანალიზი, პროდუქციის სამიზნე აუდიტორიის საჭიროებების და მათი დაკმაყოფილების გზების განსაზღვრა
  • მომხმარებლის განვითარების გეგმის შედგენა (Key Account Plan)
  • კომპანიის მომსახურების შეთავაზებების შემუშავებაში მონაწილეობა
  • მარკეტინგული საქმიანობის განვითარებაში მონაწილეობა
  • კლიენტებთან და დისტრიბუტორებთან ურთიერთობების დამყარება და განვითარება
  • მომხმარებლისთვის ტექნიკური წინასწარი კონსულტაციების ჩატარება
  • ტექნიკური მახასიათებლების მომზადება.

კვალიფიკაცია და უნარები:
  • 1-3 წლიანი დადასტურებული გამოცდილება კორპორატიულ გაყიდვებში აუცილებელია
  • დეტალებისადმი ყურადღების მაღალი დონე, მათ შორის მულტითასქინგი, კონკურენტული პრიორიტეტების ერთდროულად მართვის უნარი
  • კრეატიული და სტრატეგიულად აზროვნების უნარი
  • ძლიერი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი შედეგზე ორიენტირებული, სიზუსტე, სწრაფი ათვისების უნარი და დარგისადმი სიყვარული
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა აუცილებელია

თუ თვლით, რომ გაქვთ საჭირო უნარები და გამოცდილება ამ როლის შესასრულებლად, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.mzhavia@asbc.ge