ბავშვთა ნევროლოგიური კლინიკა "ვალეო" აცხადებს ვაკანსიას ქცევის თერაპევტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
ქცევის თერაპევტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
სამუშაო საათები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
პიროვნული მახასიათებლები:
შერჩევის კრიტერიუმები:
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
ქცევის თერაპევტის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- კლიენტთან პირდაპირი მუშაობა და ქცევითი ინტერვენციის განხორციელება, პროფესიული ეთიკის დაცვით: ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სესიისთვის მომზადება და ქცევის თერაპიის პროცედურების ჩატარება კლიენტებთან როგორც ინდივიდუალურად, ისე ჯგუფური მუშაობის დროს;
- მონაცემთა შეგროვება და გრაფიკზე გადატანა
- ქცევითი ანალიტიკოსისათვის ასისტირების გაწევა
- აქტიური და უწყვეტი სუპერვიზიის მიღება, კლიენტის თერაპიული ჩარევის შესახებ ინფორმაციის გაცვლა
- კლიენტთან დაკავშირებულ ყველა მნიშვნელოვან რგოლთან კომუნიკაცია კლიენტის ღირსების დაცვის გათვალისწინებით
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება, ჩარევისთვის საჭირო მასალების მომზადება.
- გუნდის შეხვედრებზე მონაწილეობა, ქეისის მომზადება და პრეზენტაცია.
- თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება უწყვეტი განათლების საშუალებით.
სამუშაო საათები:
- თავისუფალი გრაფიკი, ბენეფიციართა რაოდენობიდან გამომდინარე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- ქცევის გამოყენებითი ანალიზის 40 საათიანი საბაზისო თეორიული კურსის სერტიფიკატი.
- უმაღლესი განათლება- ბაკალავრის ხარისხი (ფსიქოლოგია ან მომიჯნავე სფეროები);
პიროვნული მახასიათებლები:
- კარგი კომუნიკაციური და გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- მოტივირებულობა;
- კეთილსინდისიერება;
- პუნქტუალურობა;
- სამუშაოს დაგეგმვისა და დროის სწორად განაწილების უნარი.
შერჩევის კრიტერიუმები:
- საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
- სამუშაო გამოცდილება
- მოტივაცია
შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:
- ელფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა შერჩევა;
- გასაუბრება.
განმცხადებელმა ორგანიზაციის ელ. მისამართზე უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე (CV)
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე hr.valeo.vacancy@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქცევის თერაპევტი"
რეზიუმე (CV)
განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე hr.valeo.vacancy@gmail.com. "Subject" ველში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "ქცევის თერაპევტი"