ფინანსური მენეჯერი

რუსთავი სრული განაკვეთი ინვესტ გრუპ
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური მენეჯერი
„ინვესტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას ქ. რუსთავში ,ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგებების მომზადება და ანალიზი;
  • სხვადასხვა ანალიტიკური, ფინანსური და სტატისტიკური რეპორტების მომზადება;
  • ბიუჯეტირება და ფაქტობრივი შედეგების შედარება, გადახრების ანალიზი;
  • საბრუნავი კაპიტალის მონიტორინგი;
  • ფიქსირებული ხელფასებისა და ბონუსების კალკულაცია;

მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების ან/და ეკონომიკის მიმართულებით;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Excel, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა;
  • ფინანსების ან ანალიტიკის მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინიმუმ B2 დონეზე;
  • ERP პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;

პიროვნული თვისებები:
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;

სამუშაო გრაფიკი: სრული. ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 29 მაისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: info@llcinvestgroup.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
გისურვებთ წარმატებას!