სავაჭრო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას სავაჭრო წარმომადგენლის (HoReCa) პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:
  • მეგობრულ სამუშაო გარემოს;
  • განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
  • საბონუსე სისტემას;
  • დაზღვევას;
  • კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

მოვალეობები:
  • სავაჭრო ობიექტებიდან შეკვეთების მიღება, მოლაპარაკებების წარმოება გადახდის პირობების ჩათვლით;
  • სავაჭრო ობიექტებში შეკვეთის ფორმირება (გაფორმება);
  • ახალი ობიექტების მოძიება/მოზიდვა, მონაცემთა ბაზაზე მუშაობა, მისი მუდმივი განახლება და კონტროლი;
  • პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგი ცოდნა;
  • სადისტრიბუციო ქსელის გაფართოვებაზე მუდმივი ზრუნვა;
  • პრეზენტაციის ჩატარება და ახალი პროდუქციის გაცნობა/შეთავაზება კლიენტებისთვის;
  • გაყიდული პროდუქციის ახალ და ძველ ობიექტებზე ანგარიშგების მომზადება;
  • სავაჭრო ობიექტებში მერჩენდაიზინგისა და პროდუქციის წარდგენის სტანდარტების კონტროლის განხორციელება საჭიროებისამებრ;
  • სავაჭრო ობიექტებში პროდუქციის ნაშთების ოპერატიული ანალიზი;
  • დებიტორების კონტროლი და ანალიზი;
  • გაფორმებული შეკვეთების საინფორმაციო ბაზაში ყოველდღიური შეყვანა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • აუცილებელია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება (HoReCa);
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა და საკუთარი ავტომანქანის ქონა (აუცილებელია);
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა სასურველია.

უნარ-ჩვევები:
  • კლიენტზე ორიენტირებული;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • პუნქტუალური;
  • დეტალებზე ორიენტირებული;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება „სავაჭრო წარმომადგენელი (HoReCa)“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!