ხაზინისა და ტრანზაქციების მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი OPPA
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
სს "ოპპა" ფინანსურ - ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა PayBox-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

სს "ოპპა"  აცხადებს ვაკანსიას  ხაზინისა და ტრანზაქციების მართვის განყოფილების უმცროსი სპეციალისტის პოზიციაზე

რას გააკეთებ:
  • უზრუნველყოფ ქოლცენტრის უკუკავშირების სპეციალურ პროგრამაში გატარებას;
  • დაამუშავებ ინკასაციასთან დაკავშირებულ ფაილებს.

მნიშვნელოვანია გქონდეს:
  • უმაღლესი განათლება ეკონომიკური, საბანკო საქმე, ფინანსები ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
  • სამუშაო გამოცდილება საბანკო-საფინანსო სფეროში ჩაითვლება უპირატესობად;
  • მნიშვნელოვანია Excel -ის ცოდნა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითე პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"- მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.
სს “ოპპას” შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დიკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.