სტაჟიორი - იურიდიულ სამსახურში

თბილისი სტაჟირება არქი
მივლინება: არა ხელფასი: 400
ენები: ინგლისური
იურიდიული: სტაჟიორი (იურიდიული)
ჩვენ ვართ კომპანია "არქი", წამყვანი დეველოპერული კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2006 წელს. ჩვენ უკვე წარმატებით დავასრულეთ 49 პროექტი და ამჟამად გვაქვს 19 მიმდინარე მშენებლობა საქართველოში.

არქი-ში ვეძებთ  სტაჟიორს - იურიდიულ სამსახურში,   რომლის ძირითადი ფუნქციები იქნება:
  • სხვადასხვა სახის ხელშეკრულებების, წერილების, კორესპონდენციის დამუშავებასა და მომზადებაში ჩართულობა;
  • ადმინისტრაციული და სასამართლო წარმომადგენლობის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავებასა და მომზადებაში ჩართულობა;
  • დოკუმენტაციის მომზადების პროცესში საჭირო საორგანიზაციო საკითხების მოგვარება;
  • დადებული ხელშეკრულებების არქივის/რეესტრის წარმოება;
  • ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • დამამთავრებელი კურსის სტუდენტი
  • სასურველია Microsoft Office-ის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • მოტივირებული;
  • განვითარებაზე ორიენტირებული.

ჩვენ კი გთავაზობთ:
  • საინტერესო საქმეს და განვითარების ხელშეწყობას;
  • პროფესიონალებისაგან ცოდნის და გამოცდილების გაზიარებას;
  • პოზიტიურ, კომფორტულ და სტაბილურ გარემოს.

სამუშაო განაკვეთი: სრული გრაფიკი 
სტაჟირების პერიოდი: 6 თვე 
ანაზღაურება: 400 ნეტ 

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ „სტაჟიორი იურიდიულ  სამსახურში“ თუ დაგაინტერესა სტაჟირებას პროგრამამ და გაქვს სურვილი შემოუერთდე მეგობრულ გარემოს, მაშინ ველით შენს CV 
hr@archi.ge  დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.