ქსელის განვითარების სამსახურის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი თბილისი ენერჯი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი გამოცდილება: ერთ წელზე ნაკლები
ენერგეტიკა: ენერგეტიკა (ზოგადი)
შპს ,,თბილისი ენერჯი“ აცხადებს ვაკანსიას ქსელის განვითარების სამსახურის სპეციალისტის პოზიციაზე

საკვალიფიკაციო მოთხოვნები 
  • უმაღლესი განათლება;
  • გაზის სფეროში ტექნიკური მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 6 თვიანი გამოცდილება;
 
ძირითადი მოვალეობები:
  • საპასუხო წერილების პროექტების მომზადება;
  • მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა მარეგულირებლის მოთხოვნათა შესაბამისად;
  • სამსახურის შიდა მონაცემთა ბაზების წარმოება;
  • ტექნიკური საშემსრულებლო დოკუმენტაციის მიღება, მიღებული დოკუმენტაციის დახარისხება, გადაცემა სხვა დეპარტამენტებზე ან/და შენახვა (დაარქივება);
  • სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში გამოვლენილი დარღვევების ან/და ხელისშემშლელი ფაქტორების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის დროული ინფორმირება;
  • სამსახურის უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი დირექტორისა და გენერალური დირექტორის სხვა სამსახურეობრივი დავალებებისა და მითითებების შესრულება;
 
უნარები:
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
 
კომპიუტერული უნარ-ჩვევები:
  • საოფისე პროპგრამები;
 
კონკურსში მონაწილეობისათვის აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს:
რეზიუმე ქართულ ენაზე (CV);
 

ჩვენ  გთავაზობთ:
  • პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
  • მეგობრულ გარემოს;
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
 
სამუშაო განრიგი: ორშაბათი- პარასკევი, 09:00-18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი. ა.მიცკევიჩის ქ.18ა;

ანაზღაურება კონკურენტული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე  გამოაგზავნოთ ელ ფოსტაზე: public@te.ge ან  vacancies@te.ge   ( ელ - ფოსტის "subject" ველში  მიუთითეთ სასურველი ვაკანსიის დასახელება);
რეზიუმეს  მიღების  ბოლო ვადა:  2024 წლის  30 მაისი;
კომპანიის შესახებ ზოგადი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ ისარგებლოთ ჩვენი ოფიციალური გვერდით სოციალურ ქსელში https://www.facebook.com/EnergyTbilisi/  ან ჩვენი ოფიციალური  ვებ-გვერდით   https://www.te.ge  
გისურვებთ წარმატებებს! 
წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს წარდგენა, გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება  გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება, წერილობით შემდეგ ელ. ფოსტაზე  public@te.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და ფოსტის მეშვეობით მისამართზე: ქ. თბილისი, ადამ მიცკევიჩის ქ. N 18ა.
ასევე გაცნობებებთ, რომ  თუ გსურთ თქვენს მიერ წარმოდგენილი  რეზიუმე  განხილულ იქნეს კომპანიის  მიერ სხვა სამომავლო,  პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, ელექტრონულ ფოსტაზეvacancies@te.ge რეზიუმეს გამოგზავნასთან ერთად მოგვწეროთ შემდეგი შინაარსის ტექსტი:  „თანახმა ვარ, ჩემს მიერ წარმოდგენილი რეზიუმე განხილულ იქნეს კომპანიის მიერ სამომავლოდ გამოცხადებულ სხვა მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის გამოცხადების შემთხვევაში.“ კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება  ექვსი (6) თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
შპს „თბილისი ენერჯი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.