მშენებლობის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი არქი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
სამშენებლო, უძრავი ქონება: მშენებლობა(ზოგადი)
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
 
ჩვენი მიზანია: 
  • შევქმნათ ქართული სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ბრენდი, რომელიც ბინის მეპატრონეებსა და ვიზიტორებს შესთავაზებს მაღალი ხარისხის სერვისს; 
  • განვავითაროთ საერთაშორისო ბრენდის სასტუმროები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში; 
  • ჩვენი პროექტები მოიცავს, როგორც სასტუმროებისა და აპარტსასტუმროების ადგილობრივ ბრენდს, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდულ სასტუმროებს.  
ამჟამად ჩვენ ვეძებთ მშენებლობის მენეჯერს და გთავაზობთ კომფორტულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს. 
 
მშენებლობის მენეჯერის ფუნქციები იქნება: 
  • სამუშაოების ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი ნორმებთან, მშენებლობის წარმოების მეთოდოლიგიასთან და სტანდარტებთან შესაბამისობით; 
  • მშენებლობის კალენდარული გრაფიკის და შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ხელშეკრულების პირობებთან შესაბამისობის კონტროლი; 
  • კონტრაქტორის საშემსრულებლო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი, მათ შორის შესრულებული კონსტრუქციების სისწორე პროექტის შესაბამისად, შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში სათანადო შენიშვნის მომზადება და ხარვეზების გამოსწორების კონტროლი 
  • ობიექტზე გამოსაყენებელი მასალების, დანადგარების, ნაკეთობების ხარისხის შესაბამისობის დოკუმენტაციის შემოწმება; 
  • ობიექტზე სამუშაოების პროგრესის შესახებ შეხვედრების წარმოება; 
  • გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დადოკუმენტირება; 
  • შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება, ხარისხის შეფასება; 
  • ფარული სამუშაოების აქტების, შესრულების უწყისების, გადახდის სერტიფიკატების, მ/ჩ აქტების და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება-გაფორმებაშ მონაწილეობის მიღება; 
  • ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ანგარიშის მოზმადება და წარდგენა მშენებლობის ზედამხედველობის დეტაპრატმენტისთვის 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • განათლება: უმაღლესი 
  • პროფესია: ინჟინერი  
  • სამუშაო გამოცდილება: არანაკლებ ორწლიანი სამუშაო გამოცდილება მშენებლობის ზედამხედველობის კუთხით; 
  • სამშენებლო ნახაზების წაკითხვის უნარი; 
  • საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა; 
  • სასურველია ინგლისური ენის ცოდნა 
 
თუ დაგაინტერესა ჩვენმა ვაკანსიამ და გაქვს შესაბამისი გამოცდილება, მაშინ  გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@hpm.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება:  მშენებლობის მენეჯერი. 
 
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის  31 მაისი. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, თქვენი რეზიუმე მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში შეინახება  კომპანიის მონაცემთა ბაზაში.  ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.