შვეიცარი

ყაზბეგი სრული განაკვეთი რუმს ჰოტელს ლაბი
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: შვეიცარი (ბელბოი)
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს. 
 
ROOMS KAZBEGI აცხადებს ვაკანსიას შვეიცარის პოზიციაზე
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • სტუმრების დახვედრის და მათი გაცილების უზრუნველყოფა; 
  • სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა; 
  • სტუმრების ბარგის ოთახებში მიტანის უზრუნველყოფა; 
  • ფოიესა და ბარგის ოთახში სისუფთავის დაცვა; 
  • ბარგის ურიკის მოვლისა და დასუფთავების უზრუნველყოფა; 
საჭირო უნარები: 
  • გამართულად საუბარი ქართულ და ინგლისურ ენაზე; 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
 
დამატებითი სარგებელი: 
  • პროფესიული განვითარება; 
  • კონკურენტული ანაზღაურება; 
  • დაზღვევა; 
  • კვება;  
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში; 
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება; 
 
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kazbegi@roomshotels.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება. 
 
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) 3 (სამი) წლის ვადით, თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.