ჭურჭლის მრეცხავი

ყაზბეგი სრული განაკვეთი რუმს ჰოტელს ლაბი
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ჭურჭლის მრეცხავი
ROOMS- ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS - ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

ROOMS  KAZBEGI აცხადებს ვაკანსიას ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:
  • სამზარეულოს ინვენტარის აღრიცხვა (ტაფა, თეფში, ჭიქა, ფინჯანი და სხვა.)
  • ინსტრუქციების დაცვა (სანაგვე ყუთის დაცლა, ჭიქების რეცხვა და ა.შ.).
  • ყველა სარეცხი საშუალებისა და მათი გამოყენების წესების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
  • სარეცხი მოწყობილობების სწორად გამოყენება;
  • სარეცხი საშუალების საჭირო რაოდენობის კონტროლი;
  • სამუშაო ადგილას, სისუფთავის დაცვა;
  • ყველა მასალის საღ მდგომარეობაში შენახვა სასტუმროს სტანდარტების შესაბამისად;

დამატებითი მოთხოვნები:
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:
  • პროფესიული განვითარება;
  • კონკურენტული ანაზღაურება;
  • საცხოვრებელი;
  • დაზღვევა;
  • კვება; 
  • ტრანსპორტირება ღამის საათებში;
  • რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება;

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kazbegi@roomshotels.com
სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.