საწყობის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 1000 - 1200
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას საწყობის ოპერატორის პოზიციაზე 
ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე. 
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება. 
ვეძებთ ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი. 
 
რას გააკეთებ? 
  • წარმოებული პროდუქციის მიღებისა და გაცემის პროგრამაში (1C) ასახვა; 
  • ზედნადების საფუძველზე შემოსავლის ორდერის გაკეთება; 
  • გაყიდვების ობიექტების (ბათუმი, ქუთაისი, ელიავა და ა.შ.) მიხედვით პროგრამულად გადაადგილებების გაკეთება და ზედნადებების გაწერა; 
  • შეკვეთებში შეტანილ ცვლილებებზე გაყიდვების ობიექტების (ლილო, აგლაძე და ა.შ.) მყისიერი ინფორმირება; 
  • გაყიდვების ობიექტებისთვის პროდუქციის მარაგებზე/მეტრაჟებზე ინფორმაციის მიწოდება; 
  • დაკომპლექტებული/დასაკომპლექტებელი პროდუქციის დარეზერვება; 
  • ადგილოიბრივი შესყიდვებით შემოსული პროდუქციის რაოდენობის შედარება თანმდევ დოკუმენტთან (იშვიათად); 
  • საწყობის ინვენტარიზაციისა და აღწერის პროცესში ჩართულობა; 
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე სხვა, საქმესთან დაკავშირებული დავალებების დროული შესრულება; 
 
აუცილებელი მოთხოვნები: 
  • სავალდებულოა უმაღლესი განათლება; 
  • MS Office-ის საბაზისო დონეზე ცოდნა; 
  • სასურველია  მსგავსს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; 
  • ასევე ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;   
 
გეძებთ შენ, თუ გაქვს: 
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი; 
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი; 
  • ხართ ორგანიზებული და პუნქტუალური. 
 
რას გთავაზობთ? 
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას; 
  • კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ); 
  • კვებას და ტრანსპორტირებას (ზედა სამგორის მეტროდან სამუშაო ადგილამდე და სამუშაო ადგილიდან მეტრომდე) 
  • ანაზღაურება: 3 თვის მანძილზე - 1000 ლარი; შემდეგ - 1200 ლარი; 
  • სამუშაო ადგილი: ქვემო ალექსეევკის დასახლება. 
 
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge  და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.