ავტოპარკის მენეჯერი

თბილისი ნახევარი განაკვეთი სუფთა სამყარო
მივლინება: არა ხელფასი: 1000
განათლება: ბაკალავრი
ავტო-მოტო სერვისი: სხვა (ავტო-მოტო სერვისი)
სუფთა სამყარო აცხადებს ვაკანსიას პოზიციზე: ავტოპარკის მენეჯერი 

პროფესიონალური დასუფთავების კომპანია „სუფთა სამყარო“ 17  წელია დასუფთავების მრავალფეროვან მომსახურებას სთავაზობს მომხმარებლებს.
როდესაც შემოუერთდებით „სუფთა სამყარო“-ს, მაშინვე გახდებით მეგობრული ადამიანების გუნდის ნაწილი, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ შექმნან მომხმარებელთათვის საუკეთესო გამოცდილება.  

სამუშაოს მოკლე აღწერილობა: ავტოპარკის მენეჯერი პასუხისმგებელია კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა და მოვლა-შენახვაზე. მან უნდა უზრუნველყოს კომპანიის კუთვნილი  ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენა, მოვლა-შენახვა და განკარგვა, ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსის მითითებების შესაბამისად. 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
  • ორგანიზება გაუწიოს კომპანიისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეძენას და გაყიდვას, საჭიროების შემთხვევაში; 
  • უზრუნველყოს კომპანიის ავტომანქანების მოვლა-შენახვა, მათ შორის: უზრუნველყოს ავტომანქანების რეგულარული სერვისი და შეკეთება დაზიანების შემთხვევაში; მოლაპარაკებები აწარმოოს და ითანამშრომლოს ავტოსამრეცხაოებთან კომპანიის ავტომანქანების რეცხვის მომსახურების თაობაზე;
  • უზრუნველყოს ავტომანქანების დაზღვევა; კომუნიკაცია იქონიოს სადაზღვევო კომპანიასთან სადაზღვევო შემთხვევების დადგომისას და მიაწოდოს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი; 
  • აკონტროლოს ავტომანქანების ტექდათვალიერების ვადები და მიაწოდოს ინფორმაცია მძღოლებს; წარადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია ბუღალტერიაში აღნიშნულ მომსახურებასთან დაკავშირებული ანგარიშსწორებისათვის;
  • განახორციელოს ავტომანქანების პარკირების საშვების შეძენა და ვადების კონტროლი; აკონტროლოს ავტომანქანების ჯარიმების ვადები და ორგანიზება გაუწიოს მათ დროულად გადახდას;
  • შეიძინოს საწვავი და აკონტროლოს მარაგები; განკარგოს საწვავის ბარათები და ლიმიტები;
  • მართოს საორგანიზაციო საკითხები ჯიპიესის მიმართულებით;
  • დაიქირავოს ამწე-კალათი და დამატებითი ავტომანქანები მოთხოვნისამებრ.

დამატებითი ფუნქცია:
  • საჭიროების შემთხვევაში, იშვიათად, ავტოპარკის მენეჯერს შესაძლოა მოუწიოს მცირე სარემონტო-შესაკეთებელი სამუშაოებისათვის ხელოსნების ან სერვის-კომპანიების მოძიება-შერჩევა და მათ მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხის გაკონტროლება ასევე, შესაბამისი სამეურნეო მასალის შეძენა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები
  • უმაღლესი განათლება შესაბამისი განხრით;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ძირითადი საოფისე პროგრამების (Word, PowerPoint, Outlook Excel,) ცოდნა;

პიროვნული თვისებები
  • ორგანიზების უნარი;
  • სამუშაოს ეფექტურად დაგეგმვის უნარი;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;
  • სწრაფად ცვალებად გარემოში მუშაობის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება.

სამუშაო პირობები:
  • სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი. დისტანციურად
  • ანაზღაურება: 1000 ლარი. 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმეები შემდეგ ელ-ფოსტაზე: cleanworld.hr@gmail.com და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. 
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები „სუფთა სამყარო“-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შეინახება 2 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.