ექთნის თანაშემწე/გადაუდებელი საოპერაციო

თბილისი სრული განაკვეთი თბილისის ცენტრალური საავადმყოფო
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: მედდა
"თბილისის ცენტრალური საავადმყოფო" აცხადებს ვაკანსიას ექთნის თანაშემწის პოზიციაზე. 
თბილისის ცენტრალური საავადმყოფო წამყვანი მულტიპროფილური ცენტრია, სადაც თითქმის ყველა ტიპის გადაუდებელი და გეგმური სამედიცინო მომსახურება ტარდება. 
მისამართი: დიღომი, კ. ჩაჩავას ქუჩა #1; 
სამუშაო დრო: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 8 საათიანი გრაფიკი ან ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი მორიგეობა; 
განყოფილება: გადაუდებელი საოპერაციო; 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ოპერაციის პროცესში ექთნის ასისტირება; 
  • ოპერაციამდე საოპერაციო ოთახის მომზადება და სახარჯო მასალების განთავსება; 
  • ოპერაციის შემდგომ საოპერაციო ბლოკის მოწესრიგება, იარაღების სასტერილიზაციოში გაგზავნა, გამოუყენებელი სახარჯი მასალების უკან დაბრუნება. 
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება. 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • პროფესიული სასწავლებლის პრაქტიკოსი ექთანი/მიმდინარე სტუდენტი ან უმაღლესი სასწავლების სამკურნალო ფაკულტეტის სტუდენტი V სემესტრიდან; 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელ-ფოსტაზე: Hr@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ექთნის თანაშემწე - გადაუდებელი საოპერაციო". 
 
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! 
 
მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.