მძღოლი-დისტრიბუტორი

თბილისი, თბილისის შემოგარენი სრული განაკვეთი როქი
მივლინება: არა ხელფასი: 1150 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B, C
გაყიდვები: დისტრიბუცია

ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლი- დისტრიბუტორის პოზიციაზე დასავლეთ საქართველოსა და აღმოსავლეთ საქართველოში. კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას. „როქის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება ვეტ-აფთიაქებსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრებს.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო ადგილი: თბილისი + აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები


ძირითადი მოვალეობები:

  • პროდუქციის დროულად მიწოდება და კონტროლი;
  • პროდუქციის მიტანისას საბუთებისა და რაოდენობის კონტროლი
  • პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
  • სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;


უნარები/პიროვნული კომპეტენციები:

  • მართვის მოწმობა მინ. B კატეგორია, სასურველია C კატეგორიაც
  • კომუნიკაბელური
  • მოტივირებული
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
 

ანაზღაურება: ფიქსირებული 1150 ლარი + ბონუსი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და დაინტერესდით გამოცხადებული ვაკანსიით, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელ. ფოსტის მისამართზე: roqi@agro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 597 14 10 93;  +995 599 873 405.


გისურვებთ წარმატებებს!