ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი სასტუმრო New Wave
მივლინება: არა
ენები: ინგლისური, რუსული
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
სასტუმრო New Wave მდებარეობს ქალაქ ბათუმში. სასტუმროდან საცალფეხო გზით 5 წუთი გაშორებთ ულამაზეს ზღვის სანაპიროს.
სასტუმრო აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • სტუმრების მიღება და განთავსება;
  • ჯავშნების განხორციელება სისტემაში;
  • სატელეფონო ზარებზე პასუხი და ინფორმაციის მიწოდება;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე სასტუმროში მუშაობის გამოცდილება;
  • სასტუმროს მუშაობის სპეციფიკაციის ცოდნა;
  • ინგლისური და რუსული ენების სალაპარაკო დონეზე ცოდნა (სხვა დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);

პროფესიული უნარ-ჩვევები:
  • კეთილგანწყობილი;
  • პასუხისმგებლობიანი;
  • ორგანიზებული;
  • კომუნიკაბელური;
  • მაღალ ხარისხზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@newwavehotels.com ; გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ადმინისტრატორი" დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური

მონაცემები კომპანია "სახლი ხეივანში"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე.