მითერი

თბილისი სრული განაკვეთი ამანათი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ოფისის მენეჯმენტი

შპს. „ამანათი“ აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე.

შპს "ამანათს" ქართულ ბაზარზე ოპერირების რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანიის საქმიანობის ძირითად სფეროს ჩინეთიდან და ამერიკიდან საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვების განხორციელება წარმოადგენს. სერვისი მოიცავს როგორც კერძო, ასევე, კორპორაციულ შეკვეთებს მცირე და დიდი ზომის ტვირთების ტრანსპორტირების მიმართულებით.


ფუნქცია - მოვალეობები:

  • მომხმარებლის დახმარება/დაკვალიანება ამანათების გატანის პროცესში.
  • საწყობის თანამშრომლებთან კოორდინაცია ამანათების შეუფერხებლად გატანის უზრუნველსაყოფად.
  • ოფისთან დაკავშირებით სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარ-ჩვევები:

  • უმაღლესი განათლება (განიხილება დამამთავრებელი კურსის სტუდენტიც).
  • მომსახურეობის სფეროში მუშაობა ჩაითვლება უპირატესად.
  • საოფისე პროგრამების ცოდნა.
  • კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა. 


სამუშაო გრაფიკი:  სრული.


დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: hr@amanati.ge

გთხოვთ საგნის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - მითერი.