გამავალი ზარის ოპერატორი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ელექტრონიქსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ადმინისტრაცია: ქოლ ცენტრის ოპერატორი
სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით კომპანია საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის” 18 მაღაზიას მოიცავს.
სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას.

სს ”ელიტ ელექტრონიქსის” აცხადებს ვაკანსიას გამავალი ზარის ოპერატორის (ქოლ-ცენტრი) პოზიციაზე

ადგილმდებარეობა:  თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი:  არასრული განაკვეთი, სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება


ძირითადი მოვალეობები: 
  • მომხმარებელთან გამავალი ზარის განხორციელება მომხმარებლის მიერ შეძენილი ნივთის მისამართზე მიწოდების დროის და სხვა დეტალების დაზუსტების მიზნით
  • მიღებული ინფორმაციის პროგრამული რეგისტრაცია
  • გამავალი ზარის საშუალებით მომხმარებლისთვის ნივთის მიწოდების ვადების შესახებ ინფორმაციის მიწოდება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება 
  • აღნიშნულ სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)

პიროვნული მახასიათებლები:
  • ეფექტური მოსმენისა და პრობლემების გადაჭრის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge   გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.
სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გისურვებთ წარმატებას!