ფინანსური რეპორტინგისა და კონტროლის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ ელექტრონიქსი
მივლინება: არა
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
სს ,,ელიტ ელექტრონიქსი", საყოფაცხოვრებო ელექტრო ტექნიკის ყველაზე დიდი ქსელი საქართველოში, დაარსდა 1996 წელს. დღესდღეობით საქართველოს მასშტაბით ,,ელიტ ელექტრონიქსის“ 18 მაღაზიას მოიცავს. სს ”ელიტ ელექტრონიქსი” მომხმარებელს სთავაზოვს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან. კომპანია წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას საქართველოში (Bosch, Gorenje).
სს ”ელიტ ელექტრონიქსის” ერთ-ერთი პრიორიტეტია საკადრო პოლიტიკა, რაც გულისხმობს პერსპექტიული და მაღალკვალიფიციური კანდიდატების შერჩევას და შემდგომში მათ პროფესიულ ზრდას და განვითარებას

სს” ელიტ ელექტრონიქსი” აცხადებს ვაკანსიას  ფინანსური რეპორტინგისა და კონტროლის სპეციალისტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, სათაო ოფისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
შერჩევის ფორმა: გასაუბრება, ტესტირება

ძირითადი მოვალეობები:
  • რეპორტების მომზადება (დღიური, კვირეული, თვიური, კვარტლური, წლიური, საჭიროებისამებრ)
  • ხარჯების, მარაგების, დებიტორ-კრედიტორების ანალიზში და კონტროლში მონაწილეობის მიღება
  • ბონუსების კალკულაცია და მოწოდებული ინფორმაციების დაზუსტება;
  • მომწოდებლებისგან მისაღები თანხების კონტროლი და საჭირო დოკუმენტაციის მომზადება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბაკალავრის ხარისხი
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს სფეროში
  • Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული მახასიათებლები:
  • პრიორიტეტების დასახვა
  • პრობლემების ანალიზი და გადაჭრა
  • ერთდროულად რამდენიმე საკითხზე და სწრაფად მუშაობის უნარი
  • დროის მენეჯმენტი, ვადების დაცვა
  • თანამშრომლებთან და გარე პირებთან პოზიტიური კომუნიკაცია
  • ყურადღება და დეტალებზე ორიენტირება

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: jobsho@elitelectronics.ge და გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურის ველში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. სს "ელიტ ელექტრონიქსი" ემიჯნება ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას როგორც ვაკანსიის შესახებ განცხადების გამოქვეყნების და შერჩევის ეტაპზე, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში. გისურვებთ წარმატებას!