ბუღალტერი

თბილისი სრული განაკვეთი LS-TECH
მივლინება: არა ხელფასი: 1500
გამოცდილება: 1 - 2 წლამდე ენები: ინგლისური, რუსული
ბუღალტერია/ფინანსები: ბუღალტერი (ზოგადი)
კომპანია LS-TECH აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

კომპანიის პროდუქცია წარმოადგენს ელექტრო საინსტალაციო მასალების ფართო სპექტრს
გრაფიკი: სრული: ორშაბათი-პარასკევი 10-00-დან 18-00-მდე, ყოველი მეორე შაბათი 11-დან 15 საათამდე

საქმიანობის აღწერა:
  • ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა და კონტროლი;
  • საბანკო ანგარიშების პროგრამული განახლება;
  • ზედნადებების პროგრამული აღრიცხვა;
  • დებიტორული/კრედიტორული დავალიანებების კონტროლი;
  • სხვადასხვა ბუღალტრული საქმიანობები, კომპანიის საჭიროებიდან გამომდინარე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ბუღალტრად ან დამხმარე ბუღალტრად მუშაობის 1-2 წლიანი გამოცდილება;
  • RS.GE-ზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
  • აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word);
  • აუცილებელია Superfin-ში მუშაობის გამოცდილება.
  • საგადასახადო კოდექსის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • ინგლისური და/ან რუსული ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები და უნარები: 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალობა.

ანაზღაურება: 1500 ლარი გამოსაცდელი პერიოდის განმავლობაში.
ჯანმრთელობის დაზღვევა.
მისამართი: თბილისი, სამგორის რაიონი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: 2002.lstech@gmail.com, წერილის თემის გრაფაში (subject) მიუთითოთ "ბუღალტერი".