კურიერი

თბილისი სრული განაკვეთი ბი ემ ეს
მივლინება: არა ხელფასი: 1500
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: კურიერი
სადისტრიბუციო კომპანია „BMS“ აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე.

კომპანია „BMS“ საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების:  Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

სამუშაო ადგილმდებარეობა:  ქ.თბილისი, ავჭალა, გრიგოლ ხანცთელის N2.
სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე.  09:00 – 18:30სთ. დასვენება კვირაში 2 დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი.

ძირითადი პასუხისმგებლობა:
  • შეკვეთების მიხედვით მომხმარებლების პროდუქციით მომარაგება;
  • სალარო აპარატთან მუშაობა;
  • საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება;

მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა.
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად,  გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე:   career@bms.ge 
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება. 
მობ: +995 595089796
გისურვებთ წარმატებებს!

„წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს)  გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ  შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე  შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე),  თქვენი, როგორც  ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის  , გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“