მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი bet25.live
ხელფასი: 1000
უშიშროება/დაცვა: ვიდეოთვალის სისტემები/მონიტორინგი

BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყობს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, მისამართი: გლდანი, ოპოლიტე ივანოვის 10 (მარსელის 10)
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი - 1000 ლარი
უშუალო ხელმძღვანელი: ცვლის უფროსი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • კომპანიის ობიექტების ვიდეო-კამერების მონიტორინგი;
  • მომხდარი დარღვევების იდენტიფიცირება;
  • გამოვლენილი დარღვევების შესახებ რეპორტების მომზადება;
  • დაცვის თანამშრომლების საქმიანობის მონიტორინგი;
  • მატერიალური ფასეულობების დაკარგვის, ან დაზიანების აღკვეთის მიზნით მოახდინოს მუდმივი დაკვირვება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მითითებების ზედმიწევნით შესრულება;
  • კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების ზედმიწევნით დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • ყურადღება დეტალების მიმართ;
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მონიტორინგის სპეციალისტი".
რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან