ტექნიკოსი

ბათუმი სრული განაკვეთი bet25.live
ხელფასი: 1200
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება

"BET25" არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: მისამართი: ქ., ბათუმი აეროპორტის გზატკეცილი 259 ბ
სამუშაო განაკვეთი: სრული კვირაში 6 დღე
სამუშაო საათები: 10:00-18:00 სთ
უშუალო ხელმძღვანელი: სამეურნეო სამსახურის ხელმძღვანელი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • ფილიალის ყოველდღიური შემოვლა, პრობლემების დაფიქსირება, აღმოფხვრა და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
  • შენობა ნაგებობაში არსებული დაზიანებული ინვენტარის აღდგენა-შეკეთება (კომპეტენციის ფარგლებში);
  • სამეურნეო და ტექნიკური კუთხით წარმოქმნილ პრობლემებზე სწრაფი რეაგირება და მოგვარების უზრუნველყოფა;
  • ელექტრო მეურნეობის მომსახურება;
  • სანტექნიკური სამუშაოების წარმოება;ჟანგბადის მიწოდების სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • საქვაბე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და კონტროლი;
  • უშუალო უფროსისა და მენეჯერებისგან მიღებული სხვადასხვა დავალების შესრულების უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ ან არაპირდაპირ არის დაკავშირებული მის საქმიანობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:
  • ელექტროსისტემის მინიმალური მოთხოვნების ცოდნა;
  • სანტექნიკური სამუშაოებისა გამოცდილება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური პრობლემების გადაჭრის უნარი;
  • კომპიტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკოსი".

თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "bet25"-ის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას კომპანიის სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.