ანაზღაურებადი სტაჟირებას საოპერაციო განყოფილებაში

მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
დაზღვევა: დაზღვევა (ზოგადი)
სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას საოპერაციო განყოფილებაში.

სს ”სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი” (www.gpih.ge) არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი სადაზღვევო კომპანიის ვენის სადაზღვევო ჯგუფის (www.vig.com) წევრი და წამყვანი კომპანია საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე. ჩვენ გამოვირჩევით ძლიერი და მეგობრული გუნდით, რომელიც ეფუძნება შემდეგ ფასეულობებს - სამართლიანობა, თანადგომა, პროფესიონალიზმი და პროგრესი. ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ წარმატებისა და განვითარებისთვის საუკეთესო გარემოს.

ძირითადი ფუნქციები:
  • სადაზღვევო პროგრამაში ოპერაციების განხორციელება;
  • დოკუმენტაციის შემოწმება და დამუშავება;
  • სადაზღვევო პროგრამაში ხელშეკრულებების და პოლისების აღრიცხვა/ცვლილებების განხორციელება;
  • პოლისების ანულირება;
  • სხვა დავალებები და პასუხისმგებლობები მოთხოვნის შესაბამისად.

მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
  • MS Excel-თან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:  jobs@gpih.ge გთხოვთ, წერილის გამოგზავნისას „Subject line” - ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (სტაჯირება საოპერაციო განყოფილებაში), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. საბუთების მოწოდების ბოლო ვადაა 2024 წლის 26 მაისი.

ჯიპიაი ჰოლდინგი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ, დისტანციურ ან ნაწილობრივ დისტანციურ - მოქნილ სამუშაო გარემოს, რომელიც ორიენტირებულია თქვენს უსაფრთხოებასა და კომფორტზე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისა და მიმდინარე ვაკანსიების სანახავად გამოგვყევით Linkedin-ის გვერდზე: https://www.linkedin.com/company/gpih-vig/