შიდა უსაფრთხოების თანამშრომელი

თბილისი სრული განაკვეთი ინოვა
მივლინება: არა ხელფასი: 700
უშიშროება/დაცვა: დაცვა (ზოგადი)
სამედიცინო ცენტრი ინოვა აცხადებს ვაკანსიას შიდა უსაფრთხოების თანამშრომლის პოზიციაზე
ინოვა მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც თბილისში 2015 წლის ოქტომბრიდან გაიხსნა და პაციენტებს კომფორტულ სივრცესა და მაღალპროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. ინოვა დაფუძნდა წამყვანი ექიმებისა და ბიზნესის სფეროს წარმომადგენლების თანაპარტნიორობის შედეგად.

სამუშაო ადგილი: კლინიკა ინოვა
სამუშაო გრაფიკი: ყოველ მეოთხე დღეს 24 საათიანი მორიგეობა - 9:00 საათიდან 9:00 საათამდე
ანაზღაურება: 700 ლარი 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კლინიკის შიდა და გარე ტერიტორიაზე წესრიგის უზრუნველყოფა;
  • 24 საათიან რეჟიმში ვიდეო-მეთვალყურეობის კამერების კონტროლი და საჭიროების შემთხვევაში რეაგირება;
  • შეასრულოს ხელმძღვანელი პირების სხვა სამსახურებრივი დავალებები, კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასურველია იგივე პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება

ცოდნა და უნარები:
  • ყურადღებიანი - დეტალებზე ორიენტირებული;
  • გუნდურობა;
  • პუნქტუალურობა;
  • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ თქვენი განაცხადი/საკონტაქტო ინფორმაცია მეილზე vacancy@vivomedical.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება ან დაგვიკავშირდით ნომერზე +995 598 120 513
მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი  ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.