ლოჯისტიკის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელიტ მოტორსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: ლოჯისტიკის მენეჯერი
შპს ''ელიტ მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე. 

პროფესიული ცოდნა/გამოცდილება:
  • უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნეს ადმინისტრირების განხრით;
  • მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება საბაჟო პროცედურებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოების მხრივ;
  • უპირატესად ჩაითვლება კვალიფიკაციის ქონა მძიმე, სამშენებლო და სპეც. ტექნიკასა და მისი ნაწილების სფეროში;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილად ცოდნა;
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word; MS Excel);

პიროვნული თვისებები:
  • გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
  • დაძაბულ რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის უნარი;
  • ენერგიულობა და აქტიურობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • კომუნიკაბელურობა
  • მომხმარებელთან ურთიერთობის თავისებურებების ცოდნა;
  • გუნდურ მუშაობაზე ორიენტირებულობა;

ძირითადი მოვალეობები:
  • საბაჟო პროცედურების განხორციელება;
  • დაგეგმოს, მოამზადოს და ორგანიზება გაუწიოს კომპანიის სხვა თანამშრომლების მონაწილეობით საქონლის განბაჟების  პროცედურებს (იმპორტი, ექსპორტი, რეექსპორტი);
  • უზრუნველყოს საქონლის დეკლარირება: განბაჟებისა და კონტროლისთვის საჭირო დოკუმენტაციის (აქტები, დეკლარაციები, დოკუმენტების გაერთიანებული პაკეტები) მომზადება და შესაბამის ორგანოებში წარდგენა;
  • საქონლის განბაჟების ყველა ეტაპზე დაეხმაროს საბაჟო ოფიცრებს განბაჟების პროცედურების განხორციელებაში;
  • კომპანიის სახელით გადაიხადოს ყველა საბაჟო გადასახადი და მოსაკრებელი;
  • თვალყური ადევნოს საქონლის განბაჟების საკანონმდებლო და სხვა მოთხოვნებს საქონლის ყველაზე სწრაფი, ეფექტური და კანონიერი განბაჟებისთვის;
  • პროდუქციის დანიშნულების ადგილამდე მიტანის ორგანიზება; 
  • გადაზიდვების მარშრუტის დაგეგმვა ტვირთის შეუფერხებლად მიწოდების მიზნით; 
  • საჭიროების შემთხვევაში ტვირთისთვის ოპტიმალური სატრანსპორტო საშუალებისა და გადამზიდის შერჩევა; 
  • ტვირთების გადაზიდვისას შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება; 
  • ლოჯისტიკური პროცესების მონიტორინგი; 
  • მომწოდებელ ბრენდებთან კომუნიკაცია.
  • პროგრამა ASYCUDA -ში მუშაობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა გამოგზავნონ CV ფოტოსურათით შემდეგ ელ. მისამართებზე: szedginidze@elitemotors.ge  
გთხოვთ, მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
დამატებით დეტალებზე შევთანხმდებით უშუალოდ გასაუბრების დროს.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!