მარკეტინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი სუპერმარკეტების ქსელი მაგნიტი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
სუპერმარკეტების ქსელი „მაგნიტი“ აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტი:

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ახალი მაღაზიების გახსნის ღონისძიების ორგანიზება-აღსრულებაში მონაწილეობის მიღება;
  • ქსელის ფარგლებში მარკეტინგული მასალების განთავსების და ვიზუალური სტანდარტის დაცვა-კონტროლი; 
  • მაღაზიების საახალწლო და სხვა სადღესასწაულო გაფორმებაში ჩართულობა-კონტროლი;
  • ქსელთან მუდმივ კომუნიკაციაში ყოფნა; მათთვის მიმდინარე კამპანიების და სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ ინფორმაციის მიწოდება; დაგეგმვა-ბიუჯეტირებაში მონაწილეობა; 
  • კომპანიის საიმიჯო კამპანიებში ჩართულობა;
  • ივენთ-მენეჯმენტი; 
  • რეპორტინგი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • რითეილ სფეროში მუშაობის  მინიმუმ  1 წლიანი გამოცდილება;
  • სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, კომუნიკაციების ან მომიჯნავე სფეროს მიმართულებით;
  • Microsoft Office პროგრამების ფლობა;
  • ინგლისური ენის ცოდნა საშუალო დონეზე;
  • გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი;

საჭირო პიროვნული უნარ-ჩვევები:
  • კომუნიკაბელურობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • ანალიტიკის და ფაქტების სწორად შეფასების უნარი;
  • ორგანიზების, დაგეგმვის და აღსრულების უნარი;
  • შედეგებზე ორიენტირებულობა;


დაინტერესების შემთხვევაში გადმოაგზავნეთ რეზიუმე მეილზე: hr1@magniti.ge.