მარკეტინგის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ელვარე
მივლინება: არა ხელფასი: 3000 - 3500
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
მარკეტინგი, რეკლამა, PR: მარკეტინგის მენეჯერი
შპს ელვარე (www.elvare.ge) აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე

ელექტრო კაბელების მწარმოებელი კომპანია "ელვარე" დაფუძნდა 2015 წელს. საწარმო განთავსებულია თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 31,500 კვ.მ ფართზე.
კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობით და ევროპული სტანდარტის პროდუქციით. ყოველივე ამან განაპირობა ბოლო 9 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ქვეყანაში მოწინავე პოზიციების დაკავება.
ვეძებთ კრეატიულ, ენერგიულ, მოტივირებულ და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და აქვს როგორც გუნდურად, ასევე დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

რას გააკეთებ?
  • მარკეტინგული სტრატეგიისა და ტაქტიკური გეგმის განსაზღვრაში მონაწილეობის მიღება;
  • ტაქტიკური, გაყიდვაზე ორიენტირებული მარკეტინგული კამპანიებისა და აქტივობების დაგეგმვაში უშუალო ჩართულობა, ბიუჯეტირება და აღსრულება;
  • მარკეტინგისა და კომუნიკაციის მიმართულებით, არსებულ მომწოდებლებთან ეფექტური კომუნიკაციის წარმართვა (დიზაინერები, კრეატიული სააგენტოები, პრინტი, გარე რეკლამის მომწოდებელი კომპანიები, „ივენთ“-კომპანიები);
  • კომპანიის მიერ განთავსებული სარეკლამო მასალის სტაბილურობის მუდმივი მონიტორინგი;
  • კონკრეტულ სეგმენტზე ორიენტირებული პროექტების მარკეტინგული მხარდაჭერა (ვიზუალური მხარდაჭერა, ბრენდირებული აქსესუარების შექმნა, პრეზენტაციების მომზადება, ტექსტების დაწერა);
  • კვლევების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღება;
  • ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და მონიტორინგი;
  • სასპონსორო, სააქციო, საახალწლო, ახალი ოფისების გახსნის ღონისძიებების კონცეფციის შექმნაში უშუალო ჩართულობა და დაკვეთების უზრუნველყოფა;
  • ახალი პროექტების (ფიზიკური თუ ციფრული) კონცეფციის მომზადება და აღსრულების მხარდაჭერა;
  • მედიასთან კომუნიკაცია სიახლეების მიწოდებისა და განთავსების უზრუნველყოფის მიზნით;
  • მედიის მონიტორინგი;
  • სოციალური მედიის კალენდრის შექმნაში მონაწილეობის მიღება/დავალებების მიცემა კონტენტ-მენეჯერისათვის;
  • დიჯიტალ არხებში მიღწეული შედეგების მონიტორინგი;
  • კონკურენტების მონიტორინგი;
  • ხარჯების მონიტორინგი.

აუცილებელი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება მარკეტინგის მიმართულებით;
  • ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
  • მსგავსს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • პროექტის მენეჯმენტი მარკეტინგის მიმართულებაში.

გეძებთ შენ, თუ გაქვს:
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • დეტალებზე ორიენტაციის უნარი;
  • პრობლემის აღმოჩენისა და გადაწყვეტის უნარი;
  • გუნდის შეკვრისა და გუნდის წევრების მოტივაციის უნარი;
  • ტექნიკური უნარები: წერა - გაყიდვაზე ორიენტირებული მარკეტინგული ტექსტების შექმნა; მესიჯ- ბოქსის გარდაქმნა მესიჯად; პრეზენტაციების ფორმირება;
  • ხართ ცნობისმოყვარე, სტრატეგიული და ინოვაციური აზროვნების მქონე.

რას გთავაზობთ?
პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას;
კორპორატიულ დაზღვევას (3 თვიანი საგამოცდო ვადის გასვლის შემდეგ);

ანაზღაურება: 3000 - 3500 ლარი (გამოცდილების მიხედვით);
სამუშაო ადგილი: ჟ.შარტავას ქუჩა №40 (2 კვირაში ან თვეში ერთხელ შეხვედრები უშუალო ხელმძღვანელთან კომპანია „ელვარეს“ საწარმოში. მის: ქვემო ალექსეევკის დასახლება).

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტის მისამართზე: info@nrg.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება და რეგიონი წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.